Anaklia Echowaves-ის ბიუჯეტი ორმაგად შემცირდა

© courtesy of Echowaves Festivalელექტრონული მუსიკის ფესტივალი EchoWaves
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი EchoWaves   - Sputnik საქართველო
გამოწერა
Echowaves-ი სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ანაკლიაში დაგეგმილი Echowaves Festival-ის ბიუჯეტი თითქმის ორმაგად შეამცირა – წელს ელექტრონული მუსიკის ფესტივალის გასამართად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ 2,56 მილიონი ლარი გამოიყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი EchoWaves   - Sputnik საქართველო
ფესტივალი ანაკლიაში EchoWaves: ვარსკვლავთცვენა გარანტირებულია

Echowaves-ი სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება, რომელიც საერთაშორისო დონეზე ქვეყნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

2018 წელს ფესტივალის ბიუჯეტი 6,2 მლნ ლარი იყო. აქედან 2 მილიონი ფესტივალის ორგანიზატორებმა გაიღეს, 4,16 მლნ ლარი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

„მთავრობის განკარგულების მიხედვით, თანხა პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში კომპანია „შემოქმედებითი საქართველოს" მიერ გამოიყოფა. განკარგულებში მითითებულია, რომ ფესტივალი ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა", – ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალს ანაკლია 22-25 აგვისტოს პერიოდში უმასპინძლებს. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან რუსი დიჯეები Nina Kraviz და Andrey Pushkarev, შვეიცარიული დუეტი Adriatique, გერმანელი მუსიკოსები Yokoo და Ben Klock, ჯგუფი ისრაელიდან Red Azes, იტალიელი DJ Tennis და ა.შ.

ფესტივალი EchoWaves პირველად ანაკლიაში 2018 წელს ჩატარდა ევროპაში პოპულარული მუსიკალური ფესტივალის EXIT ეგიდით, რომელიც იმართება სერბეთში, ხორვატიაში, მონტენეგროში, ბოსნიაში, რუმინეთში. ოთხი დღის განმავლობაში ხუთ სცენაზე 150-მდე შემსრულებელი გამოვიდა. ჰედლაინერებს შორის იყვნენ ხუან ატკინსი, Die Antwoord, Solomun, Tricky და სხვები.

მუსიკის გარდა, Anaklia EchoWaves სტუმრებს სთავაზობს სხვადასხვა გასართობს, როგორიცაა ზიპლაინი, კალათბურთი, ფეხბურთი, იოგა, საპნის ბუშტების შოუ და მრავალი სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0