სიახლე „სუხიშვილებისგან": თბილისში ახალი ცეკვის პრემიერა გაიმართა

© Sputnik / Alex Shlamovეროვნული ბალეტი „სუხიშვილები"
ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცეკვაში „ნაბიჯი" ახალია ყველაფერი – მოძრაობა, მუსიკა, კოსტიუმები. უცვლელია მხოლოდ ქართული ხასიათი.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბალეტი „სუხიშვილების" ნოვატორული ექსპერიმენტები გრძელდება – გუშინ თბილისში ცნობილი ანსამბლის ახალი ცეკვა „ნაბიჯის" პრემიერა გაიმართა.

სუხიშვილები - Sputnik საქართველო
ცეცხლოვანი „ასსა“ და „სუხიშვილების" ახალი თაობა

გამოსვლა ქართული ხალხური შემოქმედების ფესტივალ Art Gene-ის დახურვაზე გაიმართა. ყველასთვის საყვარელი ფესტივალის დახურვის პატივი ანსამბლს უკვე მრავალი წელია, რაც ერგო.

ცეკვაში „ნაბიჯი" გოგონები შიშველი ფეხით, გრძელ, ღია ფერის კაბებში გამოვიდნენ, ხოლო მამაკაცები – ასევე თავისუფალი სტილის შარვლებსა და პერანგებში.

ცეკვას სიუჟეტი არ უდევს საფუძვლად. თუმცა აქ მკვეთრად არის გამოხატული მამაკაცებისა და ქალების პარტიები.

„სუხიშვილების" პროექტი სახელწოდებით „ტრანსფორმაცია" ფოლკლორისა და კლუბური სტილის შერწყმას წარმოადგენს. პროგრამის ერთ-ერთი ნათელი ნიმუშია ცეკვა „თამაში", რომელიც დაიდგა ნიაზ დიასამიძის სიმღერაზე „რქაწითელი".

გამოსვლის დროს დარბაზში ისმოდა შეძახილები „ბრავო", ხოლო ფინალში მოცეკვავეები ხმამაღალი ოვაციებით გააცილეს.

ილიკო სუხიშვილი ანსამბლის თაყვანისმცემლებს კიდევ ერთ სიურპრიზს უმზადებს>>

ფესტივალი Art Gene ქართული კულტურის პოპულარიზებას ემსახურება. ყოველწლიურად მას 30-40 ათასი ადამიანი სტუმრობს.

ყველა ახალი ამბავი
0