ილუსტრაცია-შედევრებად ქცეული თბილისური პროტესტი: დანიელი მხატვრის მთავარი ლაიტმოტივი

© Sputnik / Shota Nozadzeაქციების მესამე დღე პარლამენტთან
აქციების მესამე დღე პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანიელი მხატვარი ქალი საქართველოს პირველად 2016 წელს ეწვია და მას შემდეგ ქართული თემა მისი შემოქმედების ლაიტმოტივი გახდა.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ახალგაზრდა დანიელი მხატვრის ლივია ვიქსნას (Livija Viksna) ნამუშევრების გამოფენა, რომლებშიც მხატვარმა თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციების ყველაზე კაშკაშა მომენტები აღბეჭდა, გალერეა Untitled-ში შაბათს, 13 ივლისს გაიხსნება.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისში კორეული ფერწერის გამოფენა Minhwa იხსნება

თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო იმასთან დაკავშირებით, რომ 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი აღმოჩნდა. ოპოზიციის მიტინგი არეულობებში გადაიზარდა, რის შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა.

„ჩვენ არ მოგიყვებით იმის შესახებ, თუ რა მოხდა 20 ივნისს და მის შემდეგ თბილისში. უსახელო გალერეა სივრცეს უთმობს ლივია ვიქსნას, რომელმაც თბილისის პროტესტის აღსაწერად შექმნა გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც, მისი საქართველოში არყოფნიდან გამომდინარე, დაფუძნებულია აქციებზე გადაღებულ სხვადასხვა ფოტოზე", – აღნიშნულია გამოფენის ორგანიზატორების განცხადებაში.

© photo: Georgian Journal / FBლივია ვიქსნას ილუსტრაცია
ილუსტრაცია-შედევრებად ქცეული თბილისური პროტესტი: დანიელი მხატვრის მთავარი ლაიტმოტივი - Sputnik საქართველო
ლივია ვიქსნას ილუსტრაცია

ექსპოზიცია Where do we go now? („ახლა საით?“) 18:00 საათზე გაიხსნება და სამი დღე იქნება გამოფენილი (15 ივლისის ჩათვლით).

ლივია ვიქსნა დანიის პატარა ქალაქ სილკებორგში დაიბადა. საქართველოს პირველად ის 2016 წელს ეწვია და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მოხალისედ მუშაობაც მოასწრო. მოგვიანებით თბილისიც გაიცნო. საქართველო მხატვრის ცხოვრების არა მარტო ნაწილი, არამედ მისი შემოქმედების მთავარი ლაიტმოტივი გახდა.

© photo: Livija Viksna / FB ლივია ვიქსნას ილუსტრაცია
ილუსტრაცია-შედევრებად ქცეული თბილისური პროტესტი: დანიელი მხატვრის მთავარი ლაიტმოტივი - Sputnik საქართველო
ლივია ვიქსნას ილუსტრაცია

მხატვარი ხატავს საინტერესო ილუსტრაციებს, რომლებზეც ასახულია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მხარე – გემრიელი ტრადიციული სამზარეულო, მდიდარი კულტურა და ისტორია, ასევე ხელოვნება და მოდა.

ყველა ახალი ამბავი
0