10:27 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
კინოგადაღება

ვინ და რატომ მიიღებს დაფინანსებას ეროვნული კინოცენტრიდან

© photo: Sputnik / Aleksej Danichev
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (56)
86 0 0

ფილმები ცხოვრებისეულ იმედგაცრუებებსა და ოჯახურ გარემოში მარტოობის განცდებზე მოგითხრობთ.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ოთხ სადებიუტო სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს დააფინანსებს, კონკურსის ყველა გამარჯვებული ახალგაზრდა ქართველი რეჟისორია.

2019-2020 წლებში სადებიუტო კინოფილმების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში 32 პროექტი იყო წარმოდგენილი, მათგან მეორე ტურში ექვსი ნამუშევარი გავიდა. განაცხადების დაწვრილებითი შესწავლის შემდეგ საექსპერტო კომისიამ ოთხი პროექტი შეარჩია.

გამარჯვებულებს შორის არიან: პროექტი „დროებითი ჭერი" – რეჟისორი და სცენარის ავტორი გიორგი ქობალია – დაფინანსება 400 ათასი ლარი; „დიდი შესვენება" – რეჟისორი და სცენარის ავტორი დავით (დათა) ფირცხალავა – 300 ათასი ლარი; „რეალური არსებები“ – რეჟისორი ვახტანგ ჯაჯანიძე და რეჟისორ გიორგი მუხაძის „როცა 17 წლის ხარ". ბოლო ორმა ფილმმა დაფინანსების სახით 200-200 ათასი ლარი მიიღო.

კონკურსის ფინალამდე ვერ მივიდნენ რეჟისორ ჯორჯ სიხარულიძის ფილმი „პანაპტიკონი" და ეკატერინე ჭელიძის „ნაცრისფერი ცა".

რაზე იქნება ფილმები?

ვახტანგ ჯაჯანიძის ფილმ „რეალურ არსებებს" ახალგაზრდა ქართველი მწერლისა და სცენარისტის თეონა დოლენჯაშვილის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით გადაიღებენ. ნაწარმოების ადაპტირებასა და სცენარზე რეჟისორი თითქმის ორი წელი მუშაობდა.

მომავალი ფილმი მოგითხრობთ ორი ოჯახის ისტორიას, სადაც თითოეული გმირი განიცდის სიცარიელეს, მარტოობას, ეგოიზმს – ეს გრძნობები ფილმში ყველაზე ახლო ადამიანებს ერთმანეთის მიმართ უჩნდებათ.

დავით ფირცხალავას „დიდი შესვენება" სკოლის დამთავრებიდან 15 წლის შემდეგ თანაკლასელების შეხვედრას ეხება. გმირები იხსენებენ სკოლის წლებს, წყენას, იმედგაცრუებას. წარსულის ემოციები დღევანდელობაშიც იმდენად იკავებს ადგილს, რომ ახალი კონფლიქტის მაპროვოცირებელი ხდება. რეჟისორი ფილმის გადაღებების დაწყებას 2020 წლის აგვისტოში გეგმავს. კინოლოკაცია თბილისის ერთ-ერთი სკოლა იქნება.

რაც შეეხება ორ სხვა კინოდებიუტანტს, გიორგი ქობალიამ 2017 წელს კინოპროექტით „ცარიელი მაგიდა" ეროვნული კინოცენტრისგან 37 ათასი ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო. ახალ ფილმზე რეჟისორი პროექტის პროდიუსერის აშშ-დან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს.

და, ბოლოს, ცნობილი რეჟისორი გიორგი მუხაძე ცნობილი სადიპლომო ნამუშევრით „ანას მოლოდინში" 2017 წელს იგი საქართველოს სახელით მონაწილეობდა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე Future Frames: Ten New Filmmakers To Follow.

 

თემები:
ქართული კინო (56)

მთავარი თემები