ქეთა თოფურია საქართველოში აღარ იმღერებს

© photo: Sputnik / Evgeny Odikokov / გადასვლა მედიაბანკშიქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეთა თოფურიამ Sputnik-ის კორესპონდენტთან საუბარში დაადასტურა, რომ კონცერტი ბათუმში არ გაიმართება.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. რუსული ჯგუფის A-Studio სოლისტმა ქეთა თოფურიამ სააგენტო Sputnik-ს დაუდასტურა, რომ კონცერტი ბათუმში არ გაიმართება.

აჭარის ტელევიზიამ კლუბ UP2U-ს მფლობელის ირაკლი ფალავანდიშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსული ჯგუფის A-Studio კონცერტი ბათუმში 27 ივლისს არ გაიმართება.

 A’STUDIO - Sputnik საქართველო
ჯგუფ A-Studio-ს კონცერტი ბათუმში გაუქმდა

ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ A-Studio-ს გამოსვლაზე ათასზე მეტი ბილეთი გაიყიდა, მაგრამ თანხის დაბრუნება შესაძლებელია, ან შეიძლება დასწრება Bob Sinclar-ის ან Moloko-ს კონცერტზე, რომლებთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მფლობელმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ ალტერნატიულ ვარიანტს ორშაბათს წარმოადგენს.

ჯგუფი A-Studio-ს სოლისტმა ქეთა თოფურიამ აღნიშნა, რომ კონცერტზე უარის მიზეზი საქართველოში არსებული ვითარებაა.

„ჩვენ კონცერტი გადავიტანეთ, სანამ ყველაფერი არ მოგვარდება", – განაცხადა თოფურიამ.

თბილისელი ქეთა თოფურია ჯგუფ A-Studio-ს სოლისტი 2005 წელს გახდა. ამ წინადადების მიღების შემდეგ მან მიატოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

სოციალური ქსელების ქართულ სეგმენტში თოფურია არაერთხელ გააკრიტიკეს. კერძოდ, მომღერალი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან თავს უფლება მისცა და რუსული სამხედრო ფორმით გამოვიდა, ასევე მონაწილეობა მიიღო რუსეთის პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიაში 2018 წელს.

 

ყველა ახალი ამბავი
0