„პერიფრაზი“ – ალბომი, რომლითაც სოფო ბათილაშვილი მსმენელის წინაშე წარდგება

© FB / Sofo Batilashviliსოფო ბათილაშვილი
სოფო ბათილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფო ბათილაშვილი სცენაზე კომპოზიტორისა და პიანისტის ზვიად ბოლქვაძისა და ბენდ Newton-ის თანხლებით წარდგება.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ქართული ვოკალური ტელეშოუ „მხოლოდ ქართულის“ პირველი სეზონის გამარჯვებული სოფო ბათილაშვილი თბილისის სპორტის სასახლეში პირველ სოლო–კონცერტს პარასკევს, 28 ივნისს გამართავს.

19 წლის მომღერალი, რომელმაც სახელი პროექტში გამარჯვებით გაითქვა, მსმენელს საკუთარ სადებიუტო ალბომ „პერიფრაზს“ წარუდგენს.

ფირფიტა სტუდია Bravo Records-ში ჩაიწერა, რომელშიც შესულია როგორც ახალი კომპოზიციები, ისე „მხოლოდ ქართულში“ სოფოს მიერ შესრულებული საუკეთესო სიმღერების განახლებული ვერსიები – „იაგუნდი“, „ძეგლად გადმომეფარე“, „ჰერიო, ბიჭებო“, „ჯადოსნური კვერცხი“, „ჩემი აღარა ხარ, მორჩა“, „მე საიდუმლოს შენახვა ვიცი“, „ადანდალი“ და „ფაჩუჩები“. 

სოფო ბათილაშვილი - Sputnik საქართველო
სოფო ბათილაშვილი: ბავშვობაში მესმოდა ხუმრობები ჩემ შესახებ

ალბომის შექმნაში მონაწილეობდა ბენდი „ნიუტონი“ – ბასი შაკო გელეყვა, დასარტყამი ინსტრუმენტი ლევან აბშილავა, საყვირი ლევან კემულარია, დუდუკი – გიორგი პაპუნაშვილი და სპეციალურად მოწვეული მუსიკოსები. არანჟირება ზვიად ბოლქვაძეს ეკუთვნის.

სოფო ბათილაშვილი სცენაზე კომპოზიტორისა და პიანისტის ზვიად ბოლქვაძის, ბენდ Newton-ის და სხვა შემსრულებლების თანხლებით წარდგება.

სოფო ბათილაშვილი ბავშვობიდან მღერის, იყო სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლის სოლისტი. ტელეკომპანია Rustavi 2-ის პროექტ „მხოლოდ ქართულში“ თავიდანვე გამოირჩა განსაკუთრებული ხმის ტემბრით, ინდივიდუალიზმით, შესრულების უნიკალური მანერითა და ქართული სიმღერის სიყვარულით, რისი წყალობითაც პროექტის მაყურებელთა სიმპათია დაიმსახურა.

გოგონა ასევე არის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის წევრი.

ყველა ახალი ამბავი
0