თბილისში ირანული ხელოვნების გამოფენა–გაყიდვა იხსნება

© photo: Untitled Gallery Tbilisi / FB„უსახელო გალერეაში"
„უსახელო გალერეაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენილი ნამუშევრები უძველესი სპარსული და თანამედროვე ირანული ხელოვნების ნაზავია

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. თბილისის Untitled Gallery–ში ოთხშაბათს, 26 ივნისს ირანული ხელოვნების გამოფენა–გაყიდვა იხსნება. გალერეის სტუმრები ფერწერისა და სამკაულების ნიმუშებს იხილავენ.

ნამუშევრების ავტორები ირანის ხელოვნების მოღვაწეთა გაერთიანება „ფარსის“ წევრები არიან. გამოფენის სტუმრებს საშუალება ექნებათ, მხატვრებსა და ოსტატებს გალერეაში შეხვდნენ და გაიცნონ ისინი.

ინდოელი მოდელი - Sputnik საქართველო
„საუკეთესო ინდოეთიდან“: თბილისში ინდური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა იმართება

„ხელოვნების ნიმუშები რომლებიც გამოფენილი იქნება უსახელო გალერეაში ერთი კვირის განმავლობაში, წარმოადგენს სპარსულ უძველეს ხელოვნების და თანამედროვე ირანის ხმების ნაზავს“, – აღნიშნულია ექსპოზიციის ანონსში.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, გახსნის დღეს და მთელი კვირის განმავლობაში ირანული ბაზრობის სტუმრები ექსპონატების 50%–იანი ფასდაკლებით შეძენას შეძლებენ. სტუმრები ასევე დააგემოვნებენ ქართულ ღვინოს.

გამოფენა ოფიციალურად 19:00 საათზე გაიხსნება. დასწრება თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0