„ეს დემნა გვასალიას სამშობლოა“ – Vogue-მა საქართველოს სტატია მიუძღვნა

© photo: Demna Gvasalia Daily / FB Balenciaga-ს მოდის სახლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია
 Balenciaga-ს მოდის სახლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდის პრესტიჟული ჟურნალისთვის საქართველო პირველ რიგში - სტილის დამაარსებლის სამშობლოა

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. მოდის პოპულარული გამოცემა Vogue მკითხველს საქართველოს აცნობს და მას დემნა გვასალიას სამშობლოს უწოდებს.

დემნა გვასალიას ახალი ტრენდი - გასაღების ფორმის „ჩოკერი“ საქართველოს დროშით >>

დემნა გვასალია - Sputnik საქართველო
დემნა გვასალიას მორიგი ტრენდი – ყვავილებიანი საბნის ჩასადები ათასობით დოლარი ღირს

ჟურნალი აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ქუჩის საუკეთესო სტილი თბილისის მოდის კვირეულისგან“. გამოცემის ავტორი მოგზაურობდა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით და ესწრებოდა Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს, რომელიც 2-6 მაისს გაიმართა.

ტრადიციისამებრ, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ეწვია ათობით უცხოელი სტუმარი, მათ შორის იყვნენ მოდის კრიტიკოსები, ჟურნალისტები ცნობილი მოდური გამოცემებიდან და ბაიერები სხვადასხვა ქვეყნიდან.

„საქართველოს დედაქალაქი ბოლო წლებში იქცა წარმატებული დიზაინერების ინკუბატორად. ადგილობრივი დიზაინერებს გამოარჩევს თამამი, ულტრათანამედროვე სტილი. საქართველოში მოდა ყოველთვის იკავებს მოწინავე პოზიციებს. ეს დემნა გვასალიას სამშობლოა“, - ნათქვამია სტატიაში.

დემნა გვასალია ტრენდების ფუძემდებელია, ამიტომ მისი ულტრამოდური ნივთები მთელი მსოფლიოს მოდის მიმდევრების გარდერობებში ინახება. გვასალიას სტილმა, რომელსაც თავიდანვე მარგინალური და დამანგრეველი უწოდეს, მსოფლიოს წამყვანი მოდის გამოცემების ყურადღება მიიპყრო. დიზაინერი ატარებს ეპატაჟულ ჩვენებებს, რომლებსაც დიდი სიხარულით სტუმრობენ სახელოვანი სტუმრები.

დემნა გვასალია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა და შემდეგ ანტვერპენის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე განგრძო სწავლა. ხელმძღვანელობდა Maison Martin Margiela-სა და Louis Vuitton-ის გუნდებს. ამჟამად ის არის Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი და VETEMENTS-ის მთავარი დიზაინერი. დემნამ მიიღო პრემია CFDA (The Council of Fashion Designers of America) – „მოდის ოსკარი“, ხოლო მისმა ძმამ გურამ გვასალიამ Vetements-ის მარკის კომერციული მიღწევებისთვის - მოდის სამყაროში „საუკეთესო საერთაშორისო ბიზნეს-ლიდერის“ ჯილდო.

ყველა ახალი ამბავი
0