17:10 26 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2260
  • 100 RUB4.5177
  • USD2.8333
მუზეუმი

საქსტატი: მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხვი გაიზარდა

© photo: Geoscovery / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (165)
64 0 0

შარშან საქართველოს 248 მუზეუმს 2 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 10.7%-ით გაიზარდა და 2114.7 ათასი ადამიანი შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ ავრცელებს.

ერთ მუზეუმზე საშუალოდ 8527 დამთვალიერებელი მოდიოდა. იმავე პერიოდში 7.1%-ით გაიზარდა მუზეუმებში ექსკურსიების, ხოლო 6.5%-ით გაიზარდა გამოფენათა რაოდენობა და 1146 ერთეული შეადგინა.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში 248 მუზეუმი ფუნქციონირებდა, საიდანაც 98 ერთეული (39.5%) მემორიალური, 71 (28.6%) ისტორიული (მხარეთმცოდნეობის), ხოლო 2 მათგანი ლიტერატურული იყო. აღნიშნული მუზეუმების 23.4% (58 ერთეული) თბილისში მდებარეობს, 14.9% (37 ერთეული) იმერეთის რეგიონში, 13.7% კი (34 ერთეული) კახეთში.

თემები:
საქართველო და კულტურა (165)

მთავარი თემები