ბრიტანული ჯგუფი Incognito ბათუმში Black Sea Jazz Festival-ზე წარდგება

© photo: Sputnik / Evgeny Byatov / გადასვლა მედიაბანკშიმე-16 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Koktebel Jazz Party. დღე პირველი
მე-16 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Koktebel Jazz Party. დღე პირველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში წარდგებიან ჯაზის ვარსკვლავები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და საქართველოდან

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ცნობილი ბრიტანული ჯგუფი Incognito 20 ივლისს წარდგება რიგით მე-13 ჯაზფესტივალზე (Black Sea Jazz Festival) ბათუმში, იუწყებიან ორგანიზატორები.

 Led Zeppelin-ის ვოკალისტი რობერტ პლანტი  - Sputnik საქართველო
Led Zeppelin-ის სოლისტმა სცენაზე ცეცხლი დაანთო

ფესტივალის გახსნა ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება. პირველ დღეს მაყურებლის წინაშე წარდგება ამერიკელი ჯაზმუსიკოსი და პროდიუსერი კორი ჰენრი (Cory Henry) თავის ბენდ The Funk Apostles-თან ერთად.

მეორე დღეს, 19 ივლისს ფესტივალის სცენას დაიკავებენ ქართული ჯგუფი MOKUMOKU და ამერიკელი მუსიკოსი ემპ ფიდლერი (Amp Fiddler). სპეციალური სტუმრის სტატუსით Drummer From Detroit-ი წარდგება.

ვირტუოზი მევიოლინე დევიდ გარეტი საქართველოში კონცერტს გამართავს >>

სტუმრები დიდი ბრიტანეთიდან - ჯგუფი Incognito - ფესტივალის დახურვაზე, 20 ივლისს გამოვლენ. ბრიტანელი მუსიკოსები შეასრულებენ თავის საუკეთესო ჰიტებს და ახალ კომპოზიციებს ჯაზის, ფანკის, სოულის, დისკოს და ჰიპ-ჰოპის სტილში.

ბრიტანული პროექტი Incognito მსოფლიო პოპულარობით მეოთხე ათწლეულია სარგებლობს. ჯგუფი 1970-იანების ბოლოს შექმნა გიტარისტმა, მომღერალმა, პროდიუსერმა ჟან-პოლ „ბლუი“ მონიკმა. მისი შემადგენლობა ხშირად იცვლებოდა, Incognito-ს ნიშნის ქვეშ 32 ქვეყნიდან ასობით მუსიკოსი გამოდიოდა.

40 წლის განმავლობაში მუსიკოსებმა გამოუშვეს 17 ალბომი და ათობით სინგლი. ჯგუფი მუსიკალურ ჩარტებში მოწინავე პოზიციებს იკავებს და გასტროლებს მართავს.

სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში მიმდინარე Black Sea Jazz Festival-ის ორგანიზატორებია კომპანია Eastern Promotions-ი და „თიბისი ბანკი“. ფესტივალის ბილეთები უკვე იყიდება ბათუმის სალაროებსა და ონლაინ.

ყველა ახალი ამბავი
0