პატარა მომღერალმა დათო ევგენიძე აატირა

© photo: Ranina / FB გიორგი როსტიაშვილი
გიორგი როსტიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბავშვო ევროვიზიაში საქართველოს სახელით მონაწილეობის პრეტენდენტები არიან ანა ბერიშვილი, ანასტასია გარსევანიშვილი და გიორგი როსტიაშვილი. ისინი შოუ „რანინას" ფინალში გავიდნენ.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ახალგაზრდა შემსრულებელმა, პირველი არხის საბავშვო ვოკალური შოუ „რანინას" ფინალისტმა, 12 წლის გიორგი როსტიაშვილმა შესანიშნავად შეასრულა გალაკტიონის ტექსტზე კომპოზიტორ დათო ევგენიძის მიერ დაწერილი სიმღერა „რომანსერო".

ბიჭუნას აკომპანემენტს უწევდა ცნობილი ქართველი ჯაზ-პიანისტი ბექა გოჩიაშვილი.

„ანგელოზის ხმა" – ნიჭიერთა შოუში პატარა ბიჭუნამ ყველა აატირა>>

სიმღერისადმი გიორგის დამოკიდებულებამ პირველივე წუთებიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა დათო ევგენიძეზე – კომპოზიტორს ცრემლი წამოუვიდა.

ევგენიძემ აღნიშნა, რომ ეს სიმღერა მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან დიდი გალაკტიონის ლექსზე დაწერა. მას სულ სამი სიმღერა აქვს დაწერილი მის ლექსებზე. ეს პოეზია იმდენად გენიალურია, რომ ის თვითონ ჟღერს. ამ სიმღერაში ის ცდილობდა, რომ ამ პოეზიის მსგავსად ღირსეული ყოფილიყო. „ახლა ეს სიმღერა მოვისმინე და არ მრცხვენია, რომ გალაკტიონს შევეხე. მადლობა გიორგის", – განაცხადა ევგენიძემ.

თავად გიორგი, რომელმაც მაყურებლის სიყვარული იგრძნო, „ევროვიზია 2019"-ზე გამარჯვებაზე ოცნებობს.

ტელეშოუ „რანინას" გამარჯვებული, რომელიც ქვეყანას საბავშვო ევროვიზიაზე წარადგენს, კვირას გახდება ცნობილი.

სიმღერის რიგით მე-17 კონკურსი „საბავშვო ევროვიზია 2019" 24 ნოემბერს პოლონეთის ქალაქ გლივიცაში, Arena Gliwice-ს სცენაზე გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0