„ევროვიზია 2019“–ის გამარჯვებული ნიდერლანდების წარმომადგენელი დუნკან ლოურენსი გახდა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიდუნკან ლოურენსი
დუნკან ლოურენსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეორე ადგილზე გავიდა კონკურსანტი შვედეთიდან.  მესამე ადგილი კი რუსეთის წარმომადგენელმა სერგეი ლაზარევმა დაიმსახურა.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საერთაშორისო სიმღერის კონკურსი „ვროვიზია 2019“–ის გამარჯვებული ნიდერლანდების წარმომადგენელი დუნკან ლოურენსი გახდა, იუწყება РИА Новости

კონკურსის ფინალში ლოურენსმა შეასრულა სიმღერა Arcade. 

მეორე ადგილზე გავიდა კონკურსანტი შვედეთიდან. მესამე ადგილი კი რუსეთის წარმომადგენელმა სერგეი ლაზარევმა დაიმსახურა.

ფინალური გამოსვლები თელ–ავივში გაიმართა. გამარჯვებული მაყურებლისა და პროფესიონალური ჟიურის ხმების შედეგად გამოვლინდა.

 „ევროვიზიის"  ფინალში 26 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა. კონკურსის წესების მიხედვით, თითო ნახევარფინალიდან ფინალში 10 ქვეყნის წარმომადგენელი გადავიდა, სადაც მათ დიდი ხუთეულის ქვეყნები შეუერთდნენ, რომლებიც კონკურსის დამფუძნებლები არიან (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი) და გამარჯვებული ქვეყნის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში, ისრაელი.

ისრაელი „ევროვიზიას“ მესამე დმასპინძლობდა – პოპულარული კონკურსი იქ გაიმართა 1979 და 1999 წლებში.

ყველა ახალი ამბავი
0