08:09 18 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2395
  • 100 RUB4.4227
  • USD2.9232
პრიანკა ჩოპრა

პრიანკა ჩოპრა ნიუ-იორკის ქუჩებში Aka Nanita-ს სამოსით გამოჩნდა

CC BY-SA 2.0 / celebrityabc / Priyanka Chopra Plastic Surgery
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე (28)
42910

პრიანკა ჩოპრამ უკვე მერამდენედ მოირგო ქართველი დიზაინერის სამოსი

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ცნობილი ინდოელი მსახიობი და მოდელი პრიანკა ჩოპრა მეგობრებთან შეხვედრაზე ქართველი დიზაინერის Aka Nanita-ს კაბაში გამოწყობილი წავიდა.

ინდოელი ლამაზმანი მეუღლესთან, ამერიკელ მომღერალ ნიკ ჯონასთან ერთად შეხვდა მის ძმას, ასევე მომღერალ ჯო ჯონასს და მსახიობ სოფი ტერნერს, რომელიც ცნობილი სერიალ „სამეფო თამაშების" წყალობით გახდა.

პაპარაცებმა ორივე წყვილი ნიუ-იორკის ქუჩებში დააფიქსირეს, თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება ჩოპრამ მიიქცია, რომლის ფიგურაც, სამოსის წყალობით, უფრო მეტად იყო გამოკვეთილი.

მანამდე ჩოპრამ მოირგო ლელა ელოშვილის მომდგარი დეკოლტირებული პიჯაკი და ასევე მომდგარი ქვედაბოლო, რომელიც 36 წლის მოდელის სხეულის ლამაზ ფორმებს უსვამდა ხაზს.

ჩოპრა - ეკრანის ვარსკვლავი და „მის მსოფლიო-2000"-ის გამარჯვებულია. 2015 წლიდან თამაშობს მთავარ როლს ამერიკულ ტელესერიალში „კუანტიკო". ეროვნული კინოპრემიის, Filmfare Awards-ის და ინდოეთის სხვა კინემატოგრაფიული ჯილდოების მფლობელია. 2016 წელს გადაეცა ინდოეთის სახელმწიფო პრემია პადმა შრი.

რაც შეეხება ქართველ დიზაინერს, აკა ნანიტაშვილის ბრენდი Aka Nanita Fashion House 2009 წელს დაარსდა და მას შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

თემები:
ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე (28)

მთავარი თემები