მაილი საირუსი საკუთარი ალბომის ყდაზე გიორგი ქებურიას სამოსით გამოჩნდა

© photo: Miley Cyrus / FBმაილი საირუსი
მაილი საირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელმა პოპ-ვარსკვლავმა შეარჩია თეთრი ფერის ბლუზა შავი კოპლებითა და მოცულობითი სახელოებით

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ამერიკელმა მსახიობმა და მომღერალმა მაილი საირუსმა თავისი მუსიკალური ალბომის ყდისთვის სურათი ქართველი დიზაინერ გიორგი ქებურიას ბლუზაში გადაიღო.

მან ახალი ალბომისთვის გადაღებული ფოტო, რომელიც 30 მაისს გამოვა, საკუთარ Instagram-გვერდზე დადო.

Посмотреть эту публикацию в Instagram

America’s Most Wanted

Публикация от Miley Cyrus (@mileycyrus)

პოპ-ვარსკვლავმა ქართველი დიზაინერის კოლექციიდან შეარჩია თეთრი ფერის ბლუზა შავი კოპლებითა და მოცულობითი მკლავებით. მას ასევე აცვია ჯინსი-შლაქსი და ბლუზისფერი ფეხსაცმელები.

გიორგი ქებურია - Sputnik საქართველო
გიორგი ქებურიას სამოსი Vogue–ის ფურცლებზე მოხვდა

მსოფლიო ვარსკვლავებმა არაერთხელ შეაჩერეს არჩევანი გიორგი ქებურიას ტანისამოსზე: მსახიობი ლინდსი ლოჰანი და მომღერალი ლედი გაგა ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის ტანისამოსში ბრწყინავდნენ. ამასთან, ქებურიამ ცნობადობა მოიპოვა მზის სათვალე – „ლისიჩკებით", რომელიც ჰიტად იქცა არა მარტო თბილისში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.

მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში მსოფლიოში ცნობილმა მოდელმა კლაუდია შიფერმაც და ჟურნალ Vogue-ის მთავარმა რედაქტორმა ანა ვინტურიმ და Vogue-ის დირექტორმა ემანუელ ფარნეტიმ შეაფასეს ქებურიას შემოქმედება.

გიორგი ქებურია — თვითნასწავლი დიზაინერია. დაიბადა 1990 წელს თბილისში. 2010 წელს თავისი პირველი მხიარული და სიურრეალისტური კოლექცია წარმოადგინა და თბილისის მოდის კვირეულზე „საუკეთესო ახალბედას" ჯილდო მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0