06:09 26 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
ოთო ნემსაძე

ევროვიზია და ორი ქართველის „სულიკო“

© photo: courtesy of Eurovision
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ევროვიზია - 2019 (23)
88430

ქართველებმა შანსი არ გაუშვეს ხელიდან, რომ ქართული სიმღერა ისრაელში ერთად ემღერათ.

თბილისი, 10 მაისი –  Sputnik. ქართული სიმღერა „სულიკო“ ევროვიზია 2019–ზე ორმა ქართველმა – ოთო ნემსაძემ და კვიპროსის წარმომადგენელმა თამთა გოდუაძემ შეასრულეს.

ქართველები ერთმანეთს კონკურსის რეპეტიციაზე შეხვდნენ და შანსი არ გაუშვეს ხელიდან, რომ ქართული სიმღერა ერთად ემღერათ. მათ თანხლება ოთო ნემსაძის ბენდმა გაუწია.

ვარინკა წერეთლის „სულიკო“ ძალზე პოპულარულია საქართველოში და არა მხოლოდ. მას ხშირად ხალხურ სიმღერად მიიჩნევენ. მისი ცნობილი შემსრულებლები იყვნენ დები იშხნელები, ლეონიდ უტიოსოვი, ერნსტ ბუში, „ცისფერი ტრიო“, „ორერა“, თამარ გვერდწითელი, ნინო ქათამაძე, ბედროს კირკოროვი და სხვა.

„ევროვიზია 2019" თელ-ავივში გაიმართება. კონკურსის პირველი და მეორე ნახევარფინალები და ფინალი, შესაბამისად, 14, 16 და 18 მაისს გაიმართება. ნემსაძე სიმღერით „სულ წინ იარე" 14 მაისს, პირველი ნახევარფინალური საღამოს მეორე ნაწილში მე-11 ნომრად წარდგება.

„ევროვიზიას" ქართველი მაყურებელი, ტრადიციულად, პირველი არხის პირდაპირ ეთერში 23:00 საათიდან ნახავს.

ოთარ ნემსაძე წარმოშობით გორიდანაა. დაიბადა 1989 წლის 18 ივნისს. მუსიკით ბავშვობიდან იყო გატაცებული. ნემსაძის მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო, როდესაც მან ვოკალურ სატელევიზიო შოუ „ჯეოსტარში" გაიმარჯვა. ოთო კარიერის დასაწყისშივე გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, საკუთარ თავზე მუშაობის უნარითა და მარცხთან შეურიგებლობით. მალევე გაიბრწყინა ქართულ-უკრაინულ შოუში „10+10", 2013 წელს კი სახელი გაითქვა უკრაინაში, როდესაც უკრაინული „ხმის" (Голос) ფინალში მოხვდა.

2015 წელს მეორე ადგილი დაიკავა უკრაინულის ანალოგიურ ქართულ შოუში – „ერთი ერთში". 2013 წელს ოთო ნემსაძემ ჩაწერა სადებიუტო ალბომი „ფიქრების ზღვა".

თემები:
ევროვიზია - 2019 (23)

მთავარი თემები