06:15 26 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
კინოფირი

ქართული ფილმის წარმატება – „მოსავალმა" კორეაში ჯილდო დაიმსახურა

© photo: Sputnik / Artem Zhitenev
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (25)
88 0 0

ქართველი რეჟისორის სრულმეტრაჟიანმა დოკუმენტურმა ფილმმა „მოსავალი“ NETPAC Award-ის ჯილდო მოიპოვა.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. კორეაში, ჯონჯუს საერთაშორისო კინოფესტივალზე (Jeonju International Film Festival) ქართველი რეჟისორის მიშო ანთაძის სრულმეტრაჟიანმა დოკუმენტურმა ფილმმა „მოსავალი“ NETPAC Award-ის ჯილდო მოიპოვა, იუწყება ეროვნული კინოცენტრი.

ფილმი ქართულ–ამერიკული კოპროდუქციაა, რომელიც მოგვითხრობს ადამიანის, ლანდშაფტისა და ტექნოლოგიების ურთიერთკავშირზე კრიპტოვალუტის ეპოქაში. ფილმის გმირები ვირტუალური მოსავლის მოპოვების ციებ–ცხელებით არიან შეპყრობილი. მოქმედება კახეთში ვითარდება.

ფილმ „მოსავლის“ მსოფლიო პრემიერა რამდენიმე თვის წინ როტერდამის კინოფესტივალზე გაიმართა, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია და აქცენტს ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენაზე აკეთებს.

ჯონჯუს საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფესტივალია, სადაც წარმოდგენილია დამოუკიდებელი კინო მთელი აზიიდან. ის საშუალებას აძლევს კორეელ და სხვა ქვეყნების კინემატოგრაფისტებს, წარმოადგინონ საკუთარი საუკეთესო ნამუშევრები.

თემები:
ქართული კინო (25)

მთავარი თემები