21:22 22 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
TBC bank–ის სათაო ოფისი

დავით კაკაბაძის საოჯახო არქივს TBC Gallery მასპინძლობს

© Sputnik / Alexander Imedashvili
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (380)
120 0 0

დავით კაკაბაძე ცნობილია არა მარტო თავისი ნაყოფიერი მხატვრობით, არამედ როგორც ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროში მრავალი პროექტის ინიციატორი საქართველოსა და საფრანგეთში.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. გამოჩენილი ქართველი ფერმწერის, კინოსა და თეატრის მხატვრის, ასევე გამომგონებლის დავით კაკაბაძის დაბადების 130 წლისთავთან დაკავშირებით TBC Gallery-ში გაიხსნა გამოფენა „დავით კაკაბაძე – შემოქმედი“.

დამთვალიერებელი იხილავს ორიგინალურ ნახატებს, საინტერესო დოკუმენტებს, პირად ჩანაწერებს და ესკიზებს – ყოველივე ეს კაკაბაძის ოჯახის არქივიდანაა.

პროექტის ავტორების სიტყვებით, ამ მრავალშრიან გამოფენაზე კაკაბაზე წარმოდგენილია როგორც გამომგონებელი, მეცნიერი და ეროვნული იდენტობის მატარებელი ფიგურა.

დავით კაკაბაძე ცნობილია არა მარტო მხატვრობაში თავისი ნაყოფიერი მოღვაწეობით, არამედ როგორც ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროში მრავალი პროექტის ინიციატორი საქართველოსა და საფრანგეთში. დავით კაკაბაძე საქართველოში და საფრანგეთში არაერთი სახელოვნებო და სამეცნიერო პროექტის ინიციატორი იყო. მუშაობდა ელექტროტექნიკურ ექსპერიმენტებზე, სტერეოკინო-აპარატის შექმნასა და კინოს გამომსახველობითი საშუალებების დახვეწაზე. მან პირველმა დაიწყო ხელოვნებისა და წარმოების სინთეზის შესახებ საუბარი და ამ კონტექსტში აბსტრაქტული ტილოები, კოლაჟები და სტანილის სამგანზომილებიანი (3D) ლაითარტი შექმნა. 

„დავით კაკაბაძე დაინტერესებული იყო შუა საუკუნეების ქართული ხელოვნებით, ეთნოგრაფიით, რენესანსით, ჩინური და იაპონური ხელოვნებით, კუბიზმით, ფუტურიზმითა და სხვა მიმდინარეობებით. მისი მსოფლმხედველობა ტრადიციასა და ახალ ინფორმაციას ერთ კონტექსტში უყრიდა თავს. მის ხელოვნებაში წარმოდგენილია როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური ღირებულებები, რაც, ქართული იდენტობის გათვალისწინებით, მის შემოქმედებას უნიკალურს ხდის“, – ნათქვამია პროექტის ორგანიზატორების განცხადებაში.

ექსპოზიცია, რომელიც გუშინ, 8 მაისს გაიხსნა, 20 ივნისამდე გაგრძელდება. გალერეა მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, შაბათს 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.

გამოფენის ორგანიზატორები არიან TBC Gallery და დავით კაკაბაძის ფონდი.  

პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის, კოტე მარჯანიშვილის და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრების, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით.

თემები:
საქართველო და კულტურა (380)

მთავარი თემები