თბილისში შეკრებილი ბარდები საავტორო სიმღერის ფესტივალს შეაჯამებენ

© Sputnik / Levan Avlabreliბარდების კონცერტი
ბარდების კონცერტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2019 წელს ფესტივალში ცხრა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საავტორო სიმღერების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეები „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში 10 მაისს, 12:00 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე მუსიკალურ ღონისძიებას შეაჯამებენ.

საავტორო სიმღერის თბილისის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი პოეტის, ბარდისა და კომპოზიტორის ბულატ ოკუჯავას 95 წლისთავს ეძღვნება. წლევანდელი ფესტივალის სლოგანია „ვუმღერი მეგობრებს“. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო“ ფესტივალის მთავარი საინფორმაციო პარტნიორია.

საავტორო სიმღერების კონცერტი 9 მაისს - Sputnik საქართველო
ბულატ ოკუჯავას იუბილე თბილისში – ბარდების ფესტივალი

ბულატ ოკუჯავას დაბადების დღეს, 9 მაისს გრიბოედოვის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება გალა–კონცერტი სახელწოდებით „ომის სიმღერები“. საღამო გამარჯვების დღეს მიეძღვნება.

2019 წელს ღონისძიებაში ცხრა ქვეყნის – აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ისრაელის, გერმანიის, პოლონეთის, უკრაინის, რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

თბილისის საავტორო სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი დააარსა საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირმა „რუსკი კლუბი“, ფინანსური მხარდამჭერია ფონდი „რუსკი მირი“. პირველად ის 2014 წელს ჩატარდა და მაშინაც ბულატ ოკუჯავას მიეძღვნა.

ფესტივალს შეაჯამებენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ პრესკონფერენციის მონაწილეები:

- გოგა ჭყონია (საქართველო)

- იაცეკ ბესჩინსკი (პოლონეთი)

- ოლგა ზალესკაია (ბელარუსი)

- ჯავიდ იმამვერდიევი (აზერბაიჯანი).

ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს პრესკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, მე-5 სართული, ბლოკი C.

მასმედიის აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977.

ყველა ახალი ამბავი
0