04:21 27 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
ბოსტონი

ბოსტონში თანამედროვე ქართულ კინოს გაეცნობიან

© photo: Sputnik / Alexander Wilf
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (104)
46 0 0

ბოსტონში წარმოდგენილი იქნება როგორც ქართული კინოს მეტრების, ისე საქართველოს კინემატოგრაფიის ახალი ტალღის წარმომადგენელთა ნამუშევრები.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ბოსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმში (აშშ) ქართული კინოს რეტროსპექტივა გაიმართება 23-26 მაისის პერიოდში, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ჩვენებები გაიმართება სახელწოდებით New Wave Now: Georgia's Independent Voice და მიეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც 26 მაისს აღინიშნება.

ბოსტონელები და ქალაქის სტუმრები ქართველი რეჟისორების ხუთ ფილმს ნახავენ. ეს იქნება როგორც ქართული კინოს მეტრების, ისე საქართველოს კინემატოგრაფიის ახალი ტალღის წარმომადგენელთა ნამუშევრები და ასევე საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმები.

პროგრამაშია ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი" (23 მაისი), „ზაზა ურუშაძის „აღსარება" (24 მაისი), გიორგი ოვაშვილის „ხიბულა" (25 მაისი), ემილი რეილსბეკის „ჩვენი სისხლი ღვინოა" (25 მაისი), ელდარ შენგელაიას „სავარძელი" (26 მაისი).

ქართული რეტროსპექტივის პროგრამის შესახებ ინფორმაციას გაეცანით აქ.

ღონისძიების ორგანიზატორია ქართული კინოცენტრი, აშშ-ში საქართველოს საელჩო და არაკომერციული ორგანიზაცია Ballets Russes Arts Initiative, რომლის მიზანიც არის სახვითი და საშემსრულებლო ხელოვნებისა და კინოს დარგში საერთაშორისო შემოქმედების გაცვლა.

 

თემები:
საქართველო და კულტურა (104)

მთავარი თემები