10:16 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
თელ-ავივი

ევროვიზია 2019: ოთო ნემსაძე თელ-ავივში თაყვანისმცემლებისთვის იმღერებს

© photo: Sputnik / Igor Mikhalev
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ევროვიზია - 2019 (23)
71 0 0

ქართველი მომღერლის შეხვედრა თაყვანისმცემლებთან ისრაელში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელთან ოთო ნემსაძესთან შეხვედრა თელ-ავივში კვირას, 5 მაისს, ადგილობრივი დროით 17:30 საათზე გაიმართება, იუწყება პირველი არხი.

„ევროვიზია 2019" თელ-ავივში გაიმართება. კონკურსის პირველი და მეორე ნახევარფინალები და ფინალი, შესაბამისად, 14, 16 და 18 მაისს გაიმართება. ნემსაძე სიმღერით „სულ წინ იარე" 14 მაისს, პირველი ნახევარფინალური საღამოს მეორე ნაწილში მე-11 ნომრად წარდგება.

ქართველი მომღერლის შეხვედრა თაყვანისმცემლებთან ისრაელში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება

„შეხვედრის ფარგლებში ოთო ნემსაძე იმღერებს საკონკურსო სიმღერას „სულ წინ იარე", ხოლო ანსამბლი „შავნაბადა" რამდენიმე ქართულ ხალხურ სიმღერას შეასრულებს. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა", – ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში.

მომღერალთან შეხვედრა გაიმართება თელ-ავივის ახალ სპორტულ ცენტრში, მისამართზე – Ahavat Zion 17 Street.

თელ-ავივში „ევროვიზია 2019“-ზე ქართული დელეგაცია 4 მაისს გაემგზავრება. ოთო ნემსაძე თავის პირველ რეპეტიციას 5 მაისს გაივლის.

„ევროვიზიას" ქართველი მაყურებელი, ტრადიციულად, პირველი არხის პირდაპირ ეთერში 23:00 საათიდან ნახავს.

Eurovision 2019: ესპანელები ოთო ნემსაძეს გაიცნობენ>>

ოთარ ნემსაძე წარმოშობით გორიდანაა. დაიბადა 1989 წლის 18 ივნისს. მუსიკით ბავშვობიდან იყო გატაცებული. ნემსაძის მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო, როდესაც მან ვოკალურ სატელევიზიო შოუ „ჯეოსტარში" გაიმარჯვა. ოთო კარიერის დასაწყისშივე გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, საკუთარ თავზე მუშაობის უნარითა და მარცხთან შეურიგებლობით. მალევე გაიბრწყინა ქართულ-უკრაინულ შოუში „10+10", 2013 წელს კი სახელი გაითქვა უკრაინაში, როდესაც უკრაინული "ხმის" (Голос) ფინალში მოხვდა. 2015 წელს მეორე ადგილი დაიკავა უკრაინულის ანალოგიურ ქართულ შოუში – "ერთი ერთში". 2013 წელს ოთო ნემსაძემ სადებიუტო ალბომი „ფიქრების ზღვა" გამოუშვა.

თემები:
ევროვიზია - 2019 (23)

მთავარი თემები