06:59 20 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2917
  • 100 RUB4.6667
  • USD2.9735
მზადება ევროვიზიის კონკურსისთვის

ცნობილი გახდა „ევროვიზია-2019“-ზე საქართველოს ოფიციალური ჟიურის ვინაობა

© Photo: courtesy of EuroVision / Andres Putting
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ევროვიზია - 2019 (23)
367 0 0

სიმღერის კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ქართული შოუ-ბიზნესის ხუთი წარმომადგენელი შევიდა.

თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. ცნობილი გახდა საქართველოს ოფიციალური ჟიურის შემადგენლობა სიმღერის ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსზე „ევროვიზია 2019“, იუწყება პირველი არხი.

„ევროვიზია 2019" თელ-ავივში გაიმართება. კონკურსის პირველი და მეორე ნახევარფინალები და ფინალი, შესაბამისად, 14, 16 და 18 მაისს გაიმართება. საქართველოს სახელით ოთო ნემსაძე სიმღერით „სულ წინ იარე" 14 მაისს, პირველი ნახევარფინალური საღამოს მეორე ნაწილში მე-11 ნომრად წარდგება.

როგორც პირველი არხი იუწყება, ჟიურის წევრები გახდნენ შემსრულებლები სოფო ტოროშელიძე და მარიკო ლეჟავა, ჯგუფ Iriao-ს წევრი, მომღერალი და ტელეწამყვანი ლევან აბშილავა, მუსიკათმცოდნე ხათუნა კობერიძე და მუსიკოსი ბორის შხიანი.

„ჟიურის წევრები კონკურსანტებს ოთხი ძირითადი ასპექტით აფასებენ: ვოკალი, პერფორმანსი, სიმღერა და ნომრის საერთო შთაბეჭდილება. ჟიურის თითოეული წევრი ყველა ქვეყანას აფასებს, გარდა საკუთარი ქვეყნისა“, – ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.

პირველ არხს ასევე მოჰყავს საინტერესო სტატისტიკური მონაცემები – 2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ჟიურის ყველაზე ახალგაზრდა – 16 წლის წევრი მალტიდანაა, ხოლო ყველაზე ხანდაზმული – 82 წლის ხორვატიიდან.

საქართველო „ევროვიზია 2019"-ზე: ვინ არის ოთო ნემსაძე >>

„205 წევრისგან შემდგარი ჟიურის საშუალო ასაკი 41 წელია. ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსის მონაწილეებს 96 ქალი და 109 მამაკაცი შეაფასებს. ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ჟიურის როლი 50%-იანია და ის ტელემაყურებლის ხმებთან ერთად ჯამდება“, – იუწყება პირველი არხი.

თელ-ავივში ევროვიზია 2019-ზე ქართული დელეგაცია 4 მაისს გაემგზავრება. ოთო ნემსაძე თავის პირველ რეპეტიციას 5 მაისს გაივლის.

„ევროვიზიას" ქართველი მაყურებელი, ტრადიციულად, პირველი არხის პირდაპირ ეთერში 23:00 საათიდან ნახავს.

ოთარ ნემსაძე წარმოშობით გორიდანაა. დაიბადა 1989 წლის 18 ივნისს. მუსიკით ბავშვობიდან იყო გატაცებული. ნემსაძის მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო, როდესაც მან ვოკალურ სატელევიზიო შოუ „ჯეოსტარში" გაიმარჯვა. ოთო კარიერის დასაწყისშივე გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, საკუთარ თავზე მუშაობის უნარითა და მარცხთან შეურიგებლობით. მალევე გაიბრწყინა ქართულ-უკრაინულ შოუში „10+10", 2013 წელს კი სახელი გაითქვა უკრაინაში, როდესაც უკრაინული „ხმის" (Голос) ფინალში მოხვდა. 2015 წელს მეორე ადგილი დაიკავა უკრაინულის ანალოგიურ ქართულ შოუში – „ერთი ერთში".

2013 წელს ოთო ნემსაძემ სადებიუტო ალბომი „ფიქრების ზღვა" გამოუშვა.

თემები:
ევროვიზია - 2019 (23)

მთავარი თემები