02:17 29 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1871
  • 100 RUB4.6063
  • USD2.8929
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1201)
234 0 0

ულუსოი საქველმოქმედო საღამოში მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ცნობილი თურქი მსახიობი და მოდელი ჩაღატაი ულუსოი თბილისს ეწვევა – 10 მაისს იგი ბერი ანდრიას სახელობის ფონდის საქველმოქმედო საღამოში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გაიმართება.

ამის შესახებ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა.

მისი სიტყვებით, 10 მაისს, 19:00 საათზე რესტორან „ეთნო-წისქვილში" საქველმოქმედო ვახშამი გაიმართება, რომელშიც თურქ მსახიობთან ერთად ცნობილი ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.

„საღამოდან შემოსული თანხა გადაირიცხება „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის" ანგარიშზე. კონცერტში მონაწილეობენ ლელა წურწუმია, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, ეკა კახიანი, ქრისტინე იმედაძე", – წერს ნინი ბადურაშვილი.

Актер Чагатай Улусой
თურქი მსახიობი ჩაღატაი ულუსოი

ჩაღატაი ულუსოი (Çağatay Ulusoy) 2010 წელს კონკურს Best Model of Turkey-ის გამარჯვებული გახდა და იმავე საღამოს ხელი მოაწერა კონტრაქტს სერიალ "ფერიხას საიდუმლოში" მთავარ როლზე, რომელშიც ემირ სარაფოღლუ განასახიერა. სერიალი ტელეარხ Show TV-ზე 2011 წელს გამოჩნდა და რამდენიმე თვის შემდეგ ჩაღატაი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი გახდა.

მალე ჩაღატაი ულუსოიმ მთავარი როლები ითამაშა სერიალებსა და ფილმებში – „ანატოლიური არწივები", „წითელი და შავი", „ემირის გზა", „გზაჯვარედინი", „ველური თაფლი" და „ძმა".

2018 წლიდან მსახიობი მონაწილეობს Netflix-ის პირველ თურქულ სერიალში „მცველი" (The Protector).

 

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1201)

მთავარი თემები