10:05 26 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (690)
147 0 0

The Black Eyed Peas-ის კონცერტი სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი The Black Eyed Peas საქართველოში პირველ კონცერტს გამართავს – სწორედ მისი გამოსვლით გაიხსნება 16 ივნისს Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზის საზაფხულო სეზონი.

კონცერტი სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება, რომელიც საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

ჯგუფი Black Eyed Peas საქართველოს მისი ბოლო ალბომის Masters of the Sun Vol. 1-ის მხარდაჭერის ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

ბილეთების გაყიდვა ვებ-გვერდებზე tkt.ge და eventer.ge სამშაბათს, 20:00 საათიდან დაიწყება.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2018 წლის დეკემბერში ჩაატარა ინტერნეტ-გამოკითხვა თემაზე, მსოფლიო დონის რომელი შემსრულებლის ხილვას ისურვებდნენ ინტერნეტ-მომხმარებლები Black Sea Arena-ს სცენაზე. კენჭისყრაში წარმოდგენილი იყვნენ მერაია კერი, უილ სმიტი, კაილი მინოუგი, Sade, Sting, Depeche Mode, Moby, Earth, Wind and Fire, ლაიონელ რიჩი, The Black Eyed Peas, The Prodigy, 50 Cent და Jessie J.

Black Sea Arena-ს სცენაზე სხვადასხვა წლებში გამოსულან ისეთი ლეგენდარული არტისტები, როგორიცაა ელტონ ჯონი, კრისტინა აგილერა, Scorpions, Aerosmith, ენიო მორიკონე, გორან ბრეგოვიჩი და სხვ.

ლოს-ანჯელესში 1995 წელს დაარსებული ჯგუფ The Black Eyed Peas-ის წევრები არიან რეპერები will.i.am, apl.de.ap და Taboo. თავიდან ჯგუფი ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის ჟანრში მუშაობდა, შემდგომ კი ჟღერადობა პოპზე და დანს-პოპზე შეიცვალა.

 

თემები:
საქართველო და კულტურა (690)

მთავარი თემები