02:13 29 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1871
  • 100 RUB4.6063
  • USD2.8929
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (692)
123 0 0

დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული კონცერტის მონაწილეებს შორის იქნება ქართველი ემიგრანტი, რომელსაც ბედმა გაუღიმა - ის ლუი არმსტრონგთან ერთად წარდგა

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქართველო ჯაზის საერთაშორისო დღეს შეუერთდება - ამ დღეს, 30 აპრილს, თბილისში ფრანგული ჯაზ-ბენდ Irakli Louis Ambassadors-ის და თბილისის მერიის Big Band-ის ერთობლივი კონცერტი გაიმართება.

მუსიკალური საღამო  ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე 19:30 საათზეა დაგეგმილი. ბილეთები უკვე იყიდება სალაროში და ონლაინ.

პროექტს ახორციელებს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის, საფრანგეთის საელჩოს და თბილისის კონსერვატორიის მხარდაჭერით.

ჯაზ-ბენდი Irakli Louis Ambassadors აერთიანებს ექვს მუსიკოსს და კოლექტივის ლიდერს - ქართველ ემიგრანტს ირაკლი დავრიშევს (დავრიშაშვილს). როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ქართველი მუსიკოსი სამშობლოში კონცერტს პირველად გამართავს.

„მისი შემოქმედება მჭიდროდ უკავშირდება ჯაზის გენიალურ ლეგენდას, ლუი არმსტრონგს. ირაკლი დავრიშევის კარიერაში უმნიშვნელოვანესი თარიღია 1965 წლის 4 ივნისი, როდესაც მან ერთობლივი კონცერტი გამართა ლუი არმსტრონგთან. მუსიკოსი წლების განმავლობაში იყო ცნობილი კონფერანსიე, რომელიც პუბლიკას აცნობდა არმსტრონგის შემოქმედებას. მუსიკოსს გამოცემული აქვს არა ერთი ალბომი“, - ნათქვამია კონცერტის ანონსში.

დღესასწაულის ისტორია

ჯაზი XIX საუკუნის ბოლოს — XX საუკუნის დასაწყისში როგორც აფრიკული და ევროპული კულტურების სინთეზი შეიქმნა და დღემდე მუსიკალური ხელოვნების უნიკალურ ფორმას წარმოადგენს.

ჯაზის საერთაშორისო დღის (International Jazz Day) დაწესების შესახებ იუნესკოს გენერალურმა კონფერენციამ 2011 წლის ნოემბერში განაცხადა. დღესასწაულის მიზანი იყო საერთაშორისო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ჯაზის პედაგოგიური როლის შესახებ, როგორც მშვიდობის, ერთიანობის, დიალოგისა და ადამიანთა შორის კონტაქტების გაფართოების ხელშემწყობი ძალის.

დღესასწაული ითვალისწინებს საზეიმო პროგრამას, რომლებიც მოიცავს მუსიკოსების ცოცხალ გამოსვლებს, მასტერკლასებსა და მრგვალ მაგიდებს იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებმაც ამ ხელოვნების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. დღეს, ჯაზის საერთაშორისო დღესასწაული იწყება ავსტრალიაში და 190 ქვეყნის ქალაქებში მიმდინარეობს.

თემები:
საქართველო და კულტურა (692)

მთავარი თემები