07:54 25 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0370
  • 100 RUB4.2987
  • USD2.8079
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (733)
125 0 0

პეტრე ჩაიკოვსკიმ ბალეტი „მძინარე მზეთუნახავი" 1889 წელს დაწერა.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. ცნობილი ბალეტის „მძინარე მზეთუნახავის" წარმოდგენები ნინო ანანიაშვილისა და ალექსეი ფადეეჩევის ახალი დადგმით ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 19, 20 და 21 აპრილს გაიმართება.

„მძინარე მზეთუნახავი" პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტია, რომელიც შარლ პეროს ამავე სახელწოდების ზღაპრის მიხედვით ივან ვსევოლოჟსკისა და მარიუს პეტიპას ლიბრეტოზე 1889 წელს შეიქმნა.

ბალეტის განახლებული ვერსიის პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე 2018 წლის 27 აპრილს გაიმართა. მაშინ წარმოდგენა დიდი ფრანგი და რუსი ქორეოგრაფის, ბალეტმაისტერისა და პედაგოგის მარიუს პეტიპას დაბადებიდან 200 წლისთავს მიეძღვნა.

თბილისის თეატრში „მძინარე მზეთუნახავი" ბოლოს გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიდგა.

სპექტაკლში მთავარ პარტიებს ასრულებენ თეატრის წამყვანი სოლისტი ნუცა ჩექურაშვილი და პოლონეთის ეროვნული ბალეტის სოლისტი ანდრეი გავრილიუკი. სპეციალურად დადგმისთვის კოსტიუმების მხატვარმა ანატოლი ნეჟნიმ ასზე მეტი ახალი მოდელი შექმნა.

ორკესტრს ცნობილი რუსი დირიჟორი ალევტინა იოფე უდირიჟორებს. წარმოდგენაში მონაწილეობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი დირიჟორ პაპუნა ღვაბერიძის ხელმძღვანელობით.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებში და ონლაინ ვებ-გვერდზე www.tkt.ge.

თემები:
საქართველო და კულტურა (733)

მთავარი თემები