11:41 16 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0943
  • 100 RUB4.2700
  • USD2.7468
თეატრი „ტალია

„კატა და გენერალი": ნინო ხარატიშვილის გახმაურებული რომანი გერმანულ სცენაზე დაიდგმება

© photo: Thalia Theater / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სიამაყე (33)
7410

სპექტაკლი რომან „კატა და გენერლის" მიხედვით ჩეჩნეთის პირველი ომის მონაწილეთა ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერლისა და დრამატურგის ნინო ხარატიშვილის გახმაურებული რომანის „კატა და გენერლის" მიხედვით დადგმული სპექტაკლის მსოფლიო პრემიერა ჰამბურგის Thalia Theater-ის სცენაზე 31 აგვისტოს გაიმართება.

ხარატიშვილის წიგნი „კატა და გენერალი" 2018 წელს პრესტიჟული გერმანული ლიტერატურული პრემია Deutschen Buchpreis 2018-ის პრეტენდენტთა სიაში მოხვდა.

რომანი „კატა და გენერალი" დაძაბული, ფსიქოლოგიურად ღრმა რომანია დანაშაულისა და სასჯელის, ქვეყნებსა და ადამიანების გონებაში მიმდინარე ომებისა და მშვიდობის და ხსნის ძებნის შესახებ.

„რომანში „კატა და გენერალი" იდება ხიდები 1990-იანი წლების ჩეჩნეთის ომებსა და ოლიგარქთა სამყაროს შორის, დაწყებული საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღევანდელ ბერლინში ქართველი მიგრანტებით დამთავრებული. ნინო ხარატიშვილი ეჭვქვეშ აყენებს დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელის" სკალით მორალური მსჯელობების ადამიანისეულ უნარს", – ნათქვამია სპექტაკლის ანონსში.

იქვე აღნიშნულია, რომ ხარატიშვილი თანამედროვე გერმანული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. რომან „მერვე სიცოცხლის" მიხედვით სპექტაკლის დადგმის შემდეგ რეჟისორმა ჯეტ სტეკელმა მწერლის მეორე რომანის დადგმაც გადაწყვიტა.

„ესაა ომით ტრავმირებული ადამიანების ისტორია. თხრობა მსხვერპლისა და დანაშაულის, ანგარიშსწორების, პირადი ომის შესახებ", – აღნიშნულია გერმანული თეატრის ვებ-გვერდზე.

ქართველი მწერლის გერმანულენოვანი რომანი პრემია Deutschen Buchpreis 2018-ის პრეტენდენტია>>

ნინო ხარატიშვილი 1983 წელს დაიბადა თბილისში. სწავლობდა კინორეჟისურას, შემდეგ კი თეატრალურ რეჟისურას ჰამბურგში. მისი პირველი წიგნი Der Cousin und Bekina 2002 წელს გამოიცა. ამ დროისათვის არის გეტინგენის თეატრის მუდმივი ავტორი. 2018 წელს მიენიჭა ბერტოლდ ბრეხტის პრესტიჟული გერმანული ლიტერატურული პრემია რომანისთვის „მერვე სიცოცხლე".

ხარატიშვილის ცნობილი რომანებია „ჟუჟა", „ჩემი ნაზი ტყუპისცალი", „ბარბარა" და სხვ.

თემები:
საქართველოს სიამაყე (33)

მთავარი თემები