09:18 21 აპრილი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2126
  • USD2.6935
გიორგი როსტიაშვილი

თვალებს ხუჭავდნენ და ტიროდნენ: საქართველოში ახალი ვარსკვლავი დაიბადა

© photo: Ranina / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (44)
27020300

ახალგაზრდა ტალანტის ფანები მის გაგზავნას „ევროვიზიის“ კონკურსზე სთავაზობენ

თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. საქართველოში დაიბადა ახალი ვარსკვლავი სახელად გიორგი როსტიაშვილი: ნორჩმა შემსრულებელმა იმდენად ღვთაებრივად იმღერა მუსიკალურ კონკურსზე „რანინა", რომ ჟიურის წევრები სიამოვნებისგან თვალებს ხუჭავდნენ და ტიროდნენ.

თორმეტი წლის გიორგიმ ანსამბლ „შავნაბადას“ თანხლებით კომპოზიცია „შენ ბიჭო ანაგურელო“ შეასრულა. ბიჭმა თავისი ვოკალის სილამაზით, ძალით და კრისტალური სისუფთავით ყველა გააოცა.

„გაუშვით ის ევროვიზიაზე ამ სიმღერით“, „ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს“, „ჰამლეტ გონაშვილის შემცვლელი მოდის“, „ჩემი ფავორიტი პირველივე ბგერიდან“, „გული გაჩერდა“, „საოცარი ნიჭი“, „შოკში ვარ! ცრემლები მომდის“, „ღმერთის გენები“, „არსად არ მღერიან ასე, როგორც ამ ქვეყანაში“ - ასეთი რეაქცია ჰქონდათ სოციალურ ქსელებში გიორგის ფანებს.

გიორგი როსტიაშვილი კახეთიდანაა, საგარეჯოს რაიონიდან. მუსიკის სამყაროში ბიჭუნას კერპია მაიკლ ჯექსონი. რეპეტიციებსა და შოუზე გამოსვლისთვის ის რაიონიდან ჩამოდის და შემდეგ უკან ბრუნდება.

როსტიაშვილის თქმით, როდესაც ის სცენაზე მღერის, მასზე ძალიან მოქმედებს მსმენელის უყურადღებობა. გარდა ამისა, ბიჭი ძალიან განიცდის, რომ მისმა ხმამ მუტაციის პერიოდში ცვლილება განიცადა.

საბავშვო შოუ-კონკურსი „რანინას" მეორე სეზონის დაწყების შესახებ პირველმა არხმა 2018 წლის ნოემბერში გამოაცხადა. სიმღერის კონკურსის ფარგლებში ბავშვები სამი თვის განმავლობაში დიდ სცენაზე ცოცხლად მღერიან. კონკურსის გამარჯვებული საქართველოს პოლონეთში „საბავშვო ევროვიზიაზე" წარადგენს.

თემები:
საქართველო და კულტურა (44)

მთავარი თემები