ბორის გრებენშჩიკოვი და როკ-ჯგუფი „აკვარიუმი“ თბილისში კონცერტს გამართავენ

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიბორის გრებენშჩიკოვი
ბორის გრებენშჩიკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისისადმი ბორის გრებენშჩიკოვის მხურვალე სიყვარულის ისტორია არაერთ ათწლეულს ითვლის.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. რუსი მომღერალი და მუსიკოსი ბორის გრებენშჩიკოვი და როკ-ჯგუფი „აკვარიუმი“  თბილისის მრავალფუნქციური ცენტრ Republic-ის სცენაზე კვირას კონცერტს გამართავენ.

„მიეცით ადამიანებს იმაზე მეტი, ვიდრე ისინი ელიან და გააკეთეთ ეს სიხარულით” - სახელგანთქმული მუსიკოსი ბორის გრებენშიკოვი (ბენდ „აკვარიუმთან" ერთად) ამ დევიზით კვლავ განაგრძობს ცოცხალი კონცერტებით თავისი გულშემატკივრების გახარებას“, - ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

კონცერტი 14 აპრილს, 20:00 საათზე გაიმართება. ბილეთების ფასი 90 ლარიდან 880 ლარამდე მერყეობს.

12 აპრილს საღამოს, რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის წინ მცირე მოედანზე ბორის გრებენშიკოვის და ჯგუფ „აკვარიუმის“ უფასო მინი-კონცერტი გაიმართა, რომელმაც ნახევარ საათზე ცოტა მეტ ხანს გასტანა.

გრებენშჩიკოვის საკონცერტო პროგრამა მუსიკოსის 65 წლის იუბილეს მიეძღვნება, რომელიც მან 2018 წელს აღნიშნა.

პირველად გრებენშჩიკოვი თბილისში 1980 წელს ჩამოვიდა, როცა თბილისის ფილარმონიის სცენაზე გაიმართა პირველი როკ-ფესტივალი „გაზაფხულის რითმები“.

ფესტივალის მონაწილეები იყვნენ ათობით ჯგუფები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, მათ შორის - ლეგენდარული ჯგუფი „აკვარიუმი“. ამ კონცერტის შემდეგ ბორის გრებენშჩიკოვი დამწყები მუსიკოსიდან საკავშირო მასშტაბის როკ-ანდერგრაუნდის ლიდერად იქცა.

იმ დროიდან ბორის გრებენშჩიკოვი გახდა არა მხოლოდ საბჭოთა, არამედ მსოფლიო მუსიკის ლეგენდა.

ყველა ახალი ამბავი
0