საქართველოში სულიერად ისვენებდა – თბილისი ტარკოვსკის ფოტოგამოფენას მასპინძლობს

© photo: Sputnik / Соловьев / გადასვლა მედიაბანკშიანდრეი ტარკოვსკი
ანდრეი ტარკოვსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ხელოვნების სასახლეში ანდრეი ტარკოვსკის ბოლო ფილმის „მსხვერპლშეწირვა“ ფოტოქრონიკის გამოფენა გაიხსნა

საკულტო რეჟისორის საქართველოსთან კავშირზე გამოფენის გახსნის საღამოზე Sputnik–თან ფოტონამუშევრების ავტორმა, ლონდონელმა მწერალმა და კინომცოდნე ლეილა ალექსანდერ–გარეტმა ისაუბრა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliანდრეი ტარკოვსკის ფოტოგამოფენა
საქართველოში სულიერად ისვენებდა – თბილისი ტარკოვსკის ფოტოგამოფენას მასპინძლობს - Sputnik საქართველო
ანდრეი ტარკოვსკის ფოტოგამოფენა

„ანდრეი ტარკოვსკის ძალიან უყვარდა საქართველო. ის თბილისში 1982 წლის იანვარში იყო. რა თქმა უნდა, სერგეი ფარაჯანოვთან ჩამოვიდა. მის დღიურებში წერია, რომ ფარაჯანოვი გენიოსია არა მხოლოდ თავის პროფესიაში, არამედ ყველაფერში; აბსოლუტურად უნიკალურია, პლანეტის მასშტაბების ადამიანი. ტარკოვსკისთვისაც ეს უნიკალურია – ასეთი რამ თქვას. მაინცდამაინც არ სწყალობდა თავის კოლეგებს. საქართველოსთან მას ბევრი რამ აკავშირებდა. ამბობდა, რომ აქ სულიერად ისვენებდა. ის ქართველებს ძალიან უყვარდათ და მასაც ძალიან უყვარდა ქართველები“, – აღნიშნა ლეილა ალექსანდერ–გარეტმა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliლეილა ალექსანდერ–გარეტი
საქართველოში სულიერად ისვენებდა – თბილისი ტარკოვსკის ფოტოგამოფენას მასპინძლობს - Sputnik საქართველო
ლეილა ალექსანდერ–გარეტი

მისი თქმით, ტარკოვსკი ყველასთვის შთაგონების წყარო იყო. და იმ ადამიანებს, რომლებსაც რეჟისორი თავის წრეში იღებდა, ოსტატი გულწრფელად უყვარდათ და აღტაცებული იყვნენ მისით. მათ შორის იყო ლეილაც, რომელიც ბოლო შედევრის „მსხვერპლშეწირვის“ გადაღებებზე ტარკოვსკის თარჯიმანი გახლდათ. ამ დროს დაუდგინეს ექიმებმა რეჟისორს ფილტვის კიბო. ფილმს შვედეთში იღებდნენ და ის ფილმი–ანდერძი გახდა, რომელიც თითოეულ ადამიანს მოუწოდებს, რომ ჰქონდეს პირადი პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც მსოფლიოში ხდება. ლეილა აწარმოებდა დღიურს, რომელიც, საბოლოოდ, მის წიგნს „ანდრეი ტარკოვსკი: სიზმრების დამჭერი“ დაედო საფუძვლად.

© Sputnik / Vladimir Umikashviliანდრეი ტარკოვსკის ფოტოგამოფენა
საქართველოში სულიერად ისვენებდა – თბილისი ტარკოვსკის ფოტოგამოფენას მასპინძლობს - Sputnik საქართველო
ანდრეი ტარკოვსკის ფოტოგამოფენა

„ჩვემი წიგნის წაკითხვის შემდეგ ბევრი მეუბნება: „წარმოუდგენელია, რომ ტარკოვსკი ასეთი ადამიანი იყო! ასეთი მხიარული, ამბობდა ქათინაურებს, უყვარდა გადამღებ ჯგუფთან ურთიერთობა“. ყველა ამბობდა, რომ ის მიზანთროპი იყო, სულ იგინებოდა. მაგრამ შვედეთში ასე არ იყო. დიდხანს ვფიქრობდი, რატომ? იქნებ, ადამიანი სიკვდილის წინ რაღაცას გრძნობს... და შვედეთში ის ყველას უყვარდა. იყო თავისუფალი. მისგან არავინ არაფერს მოითხოვდა, არავინ ცდილობდა ზეწოლას. მისი ერთი გახდევაც საკმარისი იყო და უკვე ყველაფერი სრულდებოდა. მუშაობის შესანიშნავი სისტემა გვქონდა. ადამიანები მიმართავდნენ მის ასისტენტს, ასისტენტი მეუბნებოდა მე, მე კი – ტარკოვსკის. ამგვარად ვცდილობდით მის განტვირთვას. ჩვენს კინოჯგუფში კი, მგონი 77 ადამიანი იყო. ყველა ვუფრთხილდებოდით ტარკოვსკის. და ამ სიყვარულს ის, რა თქმა უნდა, გრძნობდა“, – აღნიშნა ლეილამ.

© Sputnik / Vladimir Umikashviliანდრეი ტარკოვსკის ფოტოგამოფენა
საქართველოში სულიერად ისვენებდა – თბილისი ტარკოვსკის ფოტოგამოფენას მასპინძლობს - Sputnik საქართველო
ანდრეი ტარკოვსკის ფოტოგამოფენა

მაგრამ მისი მთავარი სიყვარული სამშობლო – რუსეთი იყო.

„ტარკოვსკის ძალიან ენატრებოდა რუსეთი. ამბობდა: „ყველა ჩემი ფილმი რუსეთის შესახებ და რუსებისთვისაა. მაგრამ, სამწუხაროდ, რუსები ამ ფილმს ვერასდროს ნახავენ. არ სჯეროდა. მაშინ „პერესტროიკა“ ახალი დაწყებული იყო. მაგრამ არ სჯეროდა, რომ რამე შეიცვლებოდა“, – აღნიშნა ალექსანდერ–გარეტმა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliანდრეი ტარკოვსკის ფოტოგამოფენა
საქართველოში სულიერად ისვენებდა – თბილისი ტარკოვსკის ფოტოგამოფენას მასპინძლობს - Sputnik საქართველო
ანდრეი ტარკოვსკის ფოტოგამოფენა

გამოფენისთვის სიმბოლურად შეირჩა თბილისიც, ამბობს ლეილა.

„რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ტარკოვსკის გამოფენა თბილისში? რადგან მისი ყევლა ფილმი – ესაა რაღაც სულთან დაკავშირებული. ცხოვრებაში ის, შესაძლოა, გულდახურული იყო, მაგრამ ფილმებში იხსნებოდა და პირდაპირ ესაუბრებოდა ადამიანს, მაყურებელს. მიმრთავდა თითოეულს. ტარკოვსკი ამბობდა, რომ მისთვის ხელოვნება – ეს იდეალის წყურვილია. ასევე ამბობდა, რომ ხელოვნება – ეს ლოცვაა, ადამიანის იმედის გამოხატვა. ტარკოვსკი ხშირად იმეორებდა: როდესაც გაქრება უკანასკნელი პოეტი და უკანასკნელი მორწმუნე ადამიანი, მაშინ მოეღება ბოლო კაცობრიობას“, – აღნიშნა ლეილა ალექსანდერ–გარეტმა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliლეილა ალექსანდერ–გარეტი
საქართველოში სულიერად ისვენებდა – თბილისი ტარკოვსკის ფოტოგამოფენას მასპინძლობს - Sputnik საქართველო
ლეილა ალექსანდერ–გარეტი

ექსპოზიცია ხელოვნების სასახლეში (კარგარეთელის 6) 14 მარტს გაიხსნა და 20 მარტამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0