რატომ გამორთეს შუქი ლეგრანისა და გვერდწითელის კონცერტზე ნიუ-იორკში

© Photo: courtesy of Tamara Gverdtsiteliთამარ გვერდწითელი
თამარ  გვერდწითელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრანგი კომპოზიტორი ახლახან პარიზში 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. შესანიშნავი, გასაოცარი, გენიალური – ამ სიტყვებით იხსენებს დიდ ფრანგ კომპოზიტორსა და მომღერალს მიშელ ლეგრანს საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი, მომღერალი თამარ გვერდწითელი.

თამარ გვერდწითელი: ყველა ქართული სიმღერა მარგალიტივითაა>>>

მიშელ ლეგრანი, რომელთანაც თამარ გვერდწითელს მეგობრული და შემოქმედებითი ურთიერთობა ჰქონდა, პარიზში 2019 წლის 26 იანვარს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გვერდწითელმა რუსეთის პირველ არხზე გადაცემაში Вечерний Ургант ფრანგი მუსიკოსი გაიხსენა. შემსრულებელმა ლეგრანთან ერთად ჩატარებული კონცერტებიდან რამდენი ეპიზოდი გაიხსენა, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოში გაიმართა – თამარ გვერდწითელი და მიშელ ლეგრანი ბათუმში მსმენელის წინაშე წარდგნენ კონცერტით „შერბურის ქოლგები ბათუმში".

ფრანგი კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი - Sputnik საქართველო
გარდაიცვალა კომპოზიტორი და დირიჟორი მიშელ ლეგრანი

„მაშინ ქართველი მუსიკოსები, ქართული სიმფონიური ორკესტრი 40-გრადუსიან სიცხეში გადიოდა რეპეტიციას. კონცერტზე ყველა კომპოზიცია ძალზე ღირსეულად შესრულდა. დაუვიწყარი კონცერტი იყო. მაესტრო აღფრთოვანებული იყო, რადგანაც როცა „შერბურის ქოლგები" აჟღერდა, მსმენელმა ბისზე გამოგვიძახა. და მთელმა დარბაზმა, ვისაც იმ მომენტისთვის ქოლგა ჰქონდა, იგი გაშალა. როდესაც 70-100 ქოლგა იშლება და მუსიკა ამ ადამიანების ნაწილად იქცევა, ეს ადამიანებიც ჩვენი ნაწილი ხდებიან. ამ დროს ხვდები, რომ ეს უკვდავია, რომ მაესტრო ლეგრანი უკვდავია", – განაცხადა გვერდწითელმა.

თამარ გვერდწითელმა ასევე გაიხსენა, თუ როგორი იყო მიშელ ლეგრანი ცხოვრებაში და განსაკუთრებით ისეთ სიტუაციებში, როდესაც მუსიკოსს პუბლიკის წინ იმპროვიზაცია უწევდა.

„მიშელ ლეგრანი ცხოვრებაში შესანიშნავი, საოცარი იყო. მასში იყო შინაგანი თავისუფლება, ნიჭისადმი პატივისცემა. მას აინტერესებდა ყველაფერი, რაც მის ირგვლივ იყო. მახსოვს, 1997 წელს ნიუ-იორკში კონცერტი გვქონდა. იქ ჩვენი კაცი იყო გამნათებელი და მან გადაწყვიტა, რომ კონცერტი 9 საათზე უნდა დასრულებულიყო. გამორთო შუქი და ბრუკლინში, სახლში წავიდა. ჩათვალა, რომ ჩვენ ყველაფერი ვიმღერეთ. შიშით მაესტროსთან ერთად იმპროვიზება დავიწყე, შემდეგ, რა თქმა უნდა, შემოგვიერთდნენ მუსიკოსები და ყველაფერი გენიალური გამოვიდა. ლეგრანი იმპროვიზებდა: ითხოვდა ბოშურ, რეპის, ვალსის სტილში დაკვრას. ეს, რა თქმა უნდა, განუმეორებელი მომენტები იყო", – გაიხსენა თამარ გვერდწითელმა.

თამარ გვერდწითელისა და მიშელ ლეგრანის მეგობრობა 1991 წელს დაიწყო. გვერდწითელი პარიზში მისმა ფრანგმა აგენტმა მიიწვია, სადაც გაიცნო ლეგრანი და სიმღერების ავტორი ჟან დრეჟაკი. სწორედ მაშინ დაიდო გვერდწითელსა და ლეგრანს შორის კონტრაქტი და პარიზულ "ოლიმპიაში" გვერდწითელის პირველი კონცერტი გაიმართა. ლეგრანმა, გვერდწითელის სამი ათასიანი დარბაზის წინ წარდგენისას თქვა: „პარიზო! დაიმახსოვრე ეს სახელი".

 

ყველა ახალი ამბავი
0