02:15 13 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2645
  • 100 RUB4.6247
  • USD2.9618
მგზავრები

„მგზავრები" ლატვიაში კონცერტს გამართავენ

© photo: Mgzavrebi / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა–2018 (806)
70 0 0

ევროპაში ქართველი მუსიკოსების თაყვანისმცემლები ჯგუფს გასტროლებზე თავიანთ ქვეყნებში ელოდებიან.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ქართული როკ-ფოლკ ჯგუფი „მგზავრები" ლატვიელი მსმენელის წინაშე პირველად წარდგება 9 თებერვალს.

კონცერტი რიგის განახლებული კულტურის სახლის სცენაზე გაიმართება.

„ჩვენი პირველი კონცერტი რიგაში", – ნათქვამია კოლექტივის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის თაყვანისმცემლები მუსიკოსებს გასტროლებზე ჩასვლას სთხოვენ აშშ-ში, პორტუგალიაში, ლიეტუვაში, ესტონეთში, პოლონეთში, ბელარუსსა და უკრაინაში.

„მგზავრები" 12 აპრილს კონცერტს მოსკოვის კლუბ Adrenaline Stadium-ში გამართავს.

ჯგუფი „მგზავრები" 2006 წელს ვოკალისტმა გიგი დედალამაზიშვილმა დააარსა. 2008 წელს გამოვიდა ჯგუფის პირველი ალბომი „მე მოვიგონე", რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა.

მუსიკოსების შესრულების მანერა ინდივიდუალურია და იგი ფოლკლორული რიტმების, მრავალხმიანობის, იმპროვიზაციისა და თანამედროვე და კლასიკური ელემენტების სინთეზია. 2016 წლის თებერვალში ჯგუფმა „მგზავრები" რუსული პრემია Чартова Дюжина მიიღო — ქართველმა მუსიკოსებმა გაიმარჯვეს ნომინაციაში Взлом.

მუსიკოსები აქტიურად მართავენ კონცერტებს რუსეთის, უკრაინის, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.

 

თემები:
საქართველო და კულტურა–2018 (806)

მთავარი თემები