ქართული თეატრის დღე თელავში აღინიშნება

© photo: Sputnik / Stringerრუსთაველის სახელობის თეატრი
რუსთაველის სახელობის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თელავის ცენტრში გამოჩენილი ქართველი მსახიობის ვანო იანტბელიძის ვარსკვლავი გაიხსნება

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ქართული თეატრის დღე, რომელსაც საქართველოში ყოველწლიურად 14 იანვარს აღნიშნავენ, თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე აღინიშნება, იუწყებიან ორგანიზატორები.

დღესასწაულის პროგრამაშია თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობის, ვანო იანტბელიძის საღამო, რომელიც მის 65 წლის იუბილეს ეძღვნება.

შემოქმედებითი საღამოს შემდეგ თეატრის ეზოში ვანო იანტბელიძის ვარსკვლავის საზეიმო გახსნის ცერემონიაა დაგეგმილი. ეს თეატრის წინ მესამე ვარსკვლავი იქნება ვენერა ფეიქრიშვილისა და თემურ ხუნაშვილის ვარსკვლავების შემდეგ.

ამას გარდა, თეატრის ფოიეში დაგეგმილია თეატრმცოდნისა და ხელოვნების დოქტორის, ლაშა ჩხარტიშვილის მონოგრაფიის „თელავის თეატრი 158" პრეზენტაცია. წიგნი გამოცემულია ქართულ ენაზე და დართული აქვს ანოტაციები რუსულ და ინგლისურ ენებზე.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს თეატრალური საზოგადოება.

ალ. გრიბოედოვის სახელობის თეატრის ძველი შენობა - Sputnik საქართველო
ისტორიის ფურცლები: ქართული თეატრის სათავეებთან

ქართული თეატრის დღე ქვეყანაში უკვე 169-ედ აღინიშნება. 1850 წლის 14 იანვარს საქართველოში წარმოდგენილი იყო გიორგი ერისთავის პიესა "გაყრა". ერისთავი იყო წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი და ასევე ერთ-ერთი როლის შემსრულებელი, ასევე, ქართული არისტოკრატიის მხარდაჭერით, სპექტაკლის წარმოდგენის ორგანიზატორი.

იმავე 1850 წელს ერისთავმა ჩამოაყალიბა პირველი ქართული პროფესიული თეატრი, რომელიც ქართული კულტურის, პროფესიული რეალისტური დრამატურგიის კერა გახდა.

საქართველოში ამჟამად 48 პროფესიული თეატრია.

ყველა ახალი ამბავი
0