10:08 17 იანვარი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0363
  • 100 RUB3.9891
  • USD2.6634
პირდაპირი ტრანსლაციის სატელევიზიო კამერა

„გრეის ანატომიაში“ ქართველ მსახიობს გადაიღებენ

© Sputnik / Alexander Imedashvili
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სიამაყე (130)
151 0 0

25 წლის ირაკლი გრძელიშვილმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა, რომ „გრეის ანატომიაში“ გადაღებები დაეწყო

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ირაკლი გრძელიშვილი პოპულარული ამერიკული სერიალ „გრეის ანატომიას“ (Grey's Anatomy) ახალ, მე-15 სეზონში ითამაშებს.

აშშ-ში მცხოვრებმა 25 წლის მსახიობმა ამ სასიხარულო სიახლის შესახებ თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

სამსახიობო კარიერა გრძელიშვილმა 15 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც თეატრალურ სკოლა-სტუდიაში დადიოდა. ამის შემდეგ ის რუსთაველის თეატრის სცენაზე გამოდიოდა და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობდა.

ცნობილი სერიალი „გრეის ანატომია“ ტელეარხ ABC-ზე 2005 წელს გამოვიდა. ის მოგვითხრობს ინტერნების, ექიმების და სხვა სამედიცინო პერსონალის ცხოვრებაზე, რომლებიც „სიეტლ გრეის“ კლინიკაში მუშაობენ, სადაც ძირითადი მოქმედება ხდება. კლინიკის სახელწოდების მიუხედავად, სერიალის გადაღებები ლოს-ანჯელესში მიმდინარეობს.

სერიალის პოპულარობას აჩვენებს ის, რომ მას წილად ხვდა კომერციული წარმატება და კრიტიკოსთა დადებითი გამოხმაურებები. საპილოტე ეპიზოდს 16,2 მილიონზე მეტმა მაყურებელმა უყურა, ხოლო პირველი სეზონის ფინალმა 22,2 მილიონ ნახვას მიაღწია.

თემები:
საქართველოს სიამაყე (130)

მთავარი თემები