თბილისური „ოქროს პრომეთე" ბელარუსულ „ბროლის გედს" ერგო

© courtesy of Tbilisi International Film Festival„ოქროს პრომეთე" და „ვერცხლის პრომეთე" - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდოები
„ოქროს პრომეთე და „ვერცხლის პრომეთე - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურიმ მე-19 კინოჩვენების გამარჯვებულები დაასახელა.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი „ოქროს პრომეთე" საუკეთესო ფილმისთვის მიიღო ბელარუსი რეჟისორის დარია ჟუკის ფილმმა „ბროლის გედი". ფესტივალი დედაქალაქში 3-9 დეკემბერს ჩატარდა.

ფილმი 8 წუთი - Sputnik საქართველო
ქართულმა ფილმმა „8 წუთი“ ვენესუელაში 10 ჯილდო მოიპოვა

„ვერცხლის პრომეთე" – ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის ერგო პოლონურ სურათს „მშვიდი ღამე" (რეჟისორი პიოტრ დომალევსკი). ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა გადაეცა მარტინა აპოსტოლოვას, მთავარი როლისთვის ნადეჟდა კოსევას ფილმში „ირინა", (ბულგარეთი, 2018).

ევროკავშირის სპეციალური პრიზი კინოში ადამიანის უფლებების საუკეთესო გაშუქებისთვის გადაეცა ბელგიელი ლუკას დონტის ფილმს „გოგონა" (ბელგია, ნიდერლანდები).

რაც შეეხება სექციას „ქართული პანორამა", ჯილდოები აქ ამგვარად გადანაწილდა:

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „აღლუმი"
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი „ლანწკი პაპას მოპარული ხარი", რეჟისორები ელენე ნავერიანი და თომას რაიშლინი
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „საშლელი", რეჟისორი დავით ფირცხალავა
ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა „გამჭვირვალე სამყარო", რეჟისორი ვახტანგ კუნცევი-გაბაშვილი

 

კინოფესტივალის ლაურეატების სრული სია იხილეთ აქ.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოხელოვნების ცენტრმა „პრომეთემ" უკვე მეცხრამეტედ ჩაატარა. ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ასევე თბილისის მერია. კინოფესტივალზე, ტრადიციულად, წარმოდგენილია მსოფლიო კინემატოგრაფიის სიახლეები.

ყველა ახალი ამბავი
0