სოფიო თათარაშვილის ნამუშევრებს თბილისში გამოფენენ

© photo: Sofia Tatarashvili / FBსოფიო თათარაშვილი
სოფიო თათარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ახალგაზრდა წარმატებული მხატვრის შემოქმედებით დატკბებიან.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ქართველი მხატვრისა და გრაფიტი-არტისტის სოფიო თათარაშვილის პერსონალური გამოფენა მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზ „ოპიზარში" გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

გამოფენა 12 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიხსნება. ექსპოზიციების დათვალიერება ორი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

სოფიო თათარაშვილი თბილისის ზოოპარკის დიზაინერია. ბავშვობიდან ხატავს. იგი მრავალრიცხოვანი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის, ასევე საქველმოქმედო პროექტების მონაწილეა. გარდა ამისა, არის არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული. სოფიოს გამოფენები მოეწყო საქართველოში, აშშ-ში, საფრანგეთსა და თურქეთში.

 

ყველა ახალი ამბავი
0