09:57 11 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0412
  • 100 RUB4.0143
  • USD2.6670
ნანი ბრეგვაძე

ნანი ბრეგვაძე თბილისში კონცერტს გამართავს

© photo: Sputnik / Alexey Kudenko
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (734)
179 0 0

ნანი ბრეგვაძე ძველს ჰიტებსა და ახალ კომპოზიციებს შეასრულებს

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე თბილისში მულტიფუნქციური ცენტრ Republic-ის სცენაზე 22 დეკემბერს სოლო-კონცერტს გამართავს.

მუსიკალურ საღამოზე განთქმულ შემსრულებელთან ერთად ბრეგვაძეების ოჯახის ორი თაობა წარდგება - მისი ქალიშვილი ეკა მამალაძე და შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე.

ბრეგვაძე ატირდა: როგორ გაცოცხლდა ქართველი მომღერალი თავის ვაჟში >>

სცენაზე გაიჟღერს როგორც ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ჰიტები, ისე ახალი კომპოზიციები.

კონცერტის ორგანიზატორია Republic და კომპანია Club Iveria. საღამო 18:30 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ადგილზე და ასევე ონ-ლაინ, ვებგვერდზე www.tkt.ge.

ნანი ბრეგვაძე – ქართველი საესტრადო მომღერალი, საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი, სასცენო მოღვაწეობა 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში დაიწყო. 1959-1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი „რეროს“, ხოლო 1964 წლიდან ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი.

თემები:
საქართველო და კულტურა (734)

მთავარი თემები