19:57 22 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ხალხური ხელოვნება და კულტურა -2018 (32)
13110

ქართველი მოცეკვავეები რუსეთის 11 ქალაქში ორი კვირის განმავლობაში წარმოადგენენ პროგრამას „ქართული ცეცხლი".

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სამეფო ბალეტი მიმდინარე წლის ნოემბერში რუსეთის 11 ქალაქში წარდგება საცეკვაო პროგრამით „ქართული ცეცხლი".

პირველი კონცერტი ოთხშაბათს, 7 ნოემბერს კრასნოდარში გაიმართება. გამოსვლები ასევე დაგეგმილია სხვა ქალაქებში: დონის როსტოვში, ვორონეჟში, მოსკოვში, ნიჟნი ნოვგოროდში, ყაზანში, იჟევსკში, უფაში, სამარასა და სარატოვში.

დასკვნითი საგასტროლო კონცერტი 20 ნოემბერს ვოლგოგრადში გაიმართება. საგასტროლო გრაფიკს დაწვრილებით გაეცანით აქ.

სამეფო ეროვნულ ბალეტს უკვე 2019 წლის საგასტროლო გრაფიკიც გაწერილი აქვს. ცნობილია, რომ პოპულარული ანსამბლი მომავალ წელს საფრანგეთისა და შვეიცარიის სხვადასხვა ქალაქში გამოვა.

„სამეფო ნაციონალური ბალეტი" საქართველოში 2008 წელს ქართველმა ქორეოგრაფებმა გელა ფოცხიშვილმა და მაია კიკნაძემ დააარსეს.

 

თემები:
საქართველოს ხალხური ხელოვნება და კულტურა -2018 (32)

მთავარი თემები