09:22 09 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1450
  • 100 RUB4.6319
  • USD3.4324
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა–2018 (806)
14810

სამხრეთ კორეის დედაქალაქის მცხოვრებნი ქართულ ნაწარმოებთა კრებულს ეცნობიან

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ათი ქართველი მწერლის მოთხრობების კრებული სეულში ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალზე ქართველმა მწერალმა ნინო სადღობელაშვილმა წარადგინა, იუწყებიან ორგანიზატორები.

საქართველო ფრანკფურტის ბაზრობიდან „სულიკოთი" გამოაცილეს >>

მოთხრობების კრებული აერთიანებს რუსუდან რუხაძის, ნუგზარ შატაიძის, ირაკლი სამსონაძის, თეა თოფურიას, ნინო სადღობელაშვილის, გურამ მეგრელიშვილის, ინა არჩუაშვილის, ნინო თარხნიშვილის, ზვიად კვარაცხელიას და გიორგი ლეონიძის ნაწარმოებებს.

პროზაული კრებული კორეულ ენაზეა თარგმნილი და კორეის ლიტერატურის თარგმანის ინსტიტუტის მიერ არის გამოცემული.

წიგნი კორეულად თარგმნეს მთარგმნელებმა კიმ სეოკ ჰიმ (Kim Seok Hee) და ლიმ ჯეონგ ჰიმ (Lim Jeong Hee).

თემები:
საქართველო და კულტურა–2018 (806)

მთავარი თემები