რუსულენოვანი მწერლებისთვის ახალი ლიტერატურული პრემია დაწესდა

© Pixabay / jarmolukგოგონა ბიბლიოთეკაში
გოგონა ბიბლიოთეკაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
40 წელს ზემოთ ასაკის ქართველ მწერლებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში და დაჯილდოვდნენ „Антоновка 40+"-ის პრემიით.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს, რუსეთისა და დსთ-ის ქვეყნების მწერლებს, პოეტებს, დრამატურგებსა და ლიტერატურის კრიტიკოსებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ახალ ლიტერატურულ პრემია „Антоновка. 40+"-ში, რომლის მიზანია რუსულენოვან სივრცეში 40 წელს ზემოთ ასაკის ავტორების მხარდაჭერა.

ამ თემას მიეძღვნა მინსკი-ერევანი-კიშინიოვი-მოსკოვი-თბილისის ფორმატში გამართული ვიდეოხიდი, რომელიც „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.

პრემია მოსკოვის მ. გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტის პედაგოგის ალექსეი ანტონოვის სახელობისაა, რომელიც 2018 წელს გარდაიცვალა. პრემიის ინციატორების სიტყვებით, ანტონოვი იყო პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, კრიტიკოსი და ლიტერატურის დიდი მოყვარული, თუმცა, ინსტიტუტის კედლებს გარეთ არ იყო აღიარებული და ცნობილი.

© Sputnik / Denis Aslanovვიდეოხიდი „Sputnik საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში
რუსულენოვანი მწერლებისთვის ახალი ლიტერატურული პრემია დაწესდა - Sputnik საქართველო
ვიდეოხიდი „Sputnik საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში

„ეს ჩვენთვის ძალზე დიდი დანაკარგია – პირადიც და შემოქმედებითიც. და ეს ის ძეგლია, რომლის შექმნაც ჩვენ მისთვის შეგვიძლია. გარდა ამისა, ვცდილობთ ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემის გადაჭრას, რომელიც 40 წელს ზემოთ ასაკის ყველა ავტორის წინაშე დგას არა მარტო რუსეთსა და ბელარუსში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში", – აღნიშნა პოეტმა, ჟურნალისტმა „Антоновка. 40+"-ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა ირინა კარენინამ.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ 40 წელს ზემოთ ასაკის ავტორები ხშირ შემთხვევაში რაღაც მიზეზებით მიმდინარე ლიტერატურული პროცესებისგან იზოლირებული არიან. ხშირად არ იბეჭდებიან ან იბეჭდებიან მხოლოდ რეგიონულ გამოცემებში, არ ესწრებიან საერთაშორისო ფესტივალებს და ა.შ.

პრემია „Антоновка. 40+"-ის ინიციატორებმა გადაწყვიტეს, რომ პრემია გადასცენ 40 წელს ზემოთ რუსულენოვან ავტორებს მიუხედავად მათი ეროვნული კუთვნილებისა, წარმომავლობისა და საცხოვრებელი ქვეყნისა რუსული ლიტერატურის საუკეთესო ტრადიციებზე დაწერილი ნაწარმოებისთვის, რომელიც ჰუმანიტარული ხასიათისაა და არ ატარებს მკვეთრად პოლიტიკურ კონიუნქტურას.

პრემიის ფარგლებში რამდენიმე ნომინაციაა დაწესებული: „პროზა", „პოეზია", „დრამატურგია", „კრიტიკა" და „ქალების გარეშე" (ნაწარმოებები ქალთა პერსონაჟების გარეშე). განაცხადების მიღება 2018 წლის 18 სექტემბერს დაიწყო და 2019 წლის 10 იანვრამდე გაგრძელდება. 

© Sputnik / Denis Aslanovვიდეოხიდი „Sputnik საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში
რუსულენოვანი მწერლებისთვის ახალი ლიტერატურული პრემია დაწესდა - Sputnik საქართველო
ვიდეოხიდი „Sputnik საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში

დაჯილდოების ცერემონია ალექსეი ანტონოვის დაბადების დღეს – 17 ივნისს გაიმართება.

კონკურსში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა 500-ზე მეტმა ავტორმა 20 ქვეყნიდან – რუსეთის რეგიონების, აშშ-ის, თურქეთის, იტალიის, პოლონეთის, გერმანიის, ყაზახეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა.

პრემიის ლაურეატებსა და პრიზიორებს გადაეცემათ სტატუეტი – ალექსეი ანტონოვის ბიუსტი, გარდა ამისა, მათ გაუწევენ მხარდაჭერას საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში და მათი პუბლიკაციები პრემიის პარტნიორების მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა ჟურნალებსა და ალმანახებში დაიბეჭდება.

პრემია „Антоновка. 40+"-ის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კონკურსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0