05:11 15 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0138
  • 100 RUB4.0173
  • USD2.6678
„ფრიდა კალო. გაცოცზლებული ტილოები“ - გამოფენის გახსნა

„ფრიდა  და დიეგო“ - ეროვნული მუზეუმი გამორჩეული წყვილის ფოტოგამოფენას  მასპინძლობს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
131 0 0

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი მხატვრების, ფრიდა კალოს  და დიეგო რივიერას ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი 100-მდე ფოტონამუშევარი.

თბილისი, 13 ოქტომბერი  - Sputnik. დღეს სიღნაღის მუზეუმში, ფოტოგამოფენა „დიეგო და ფრიდა. ღიმილი შუა გზაზე“  გაიმართება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოფენა საქართველოში მექსიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფრიდას და მისი მეუღლის, დიეგო რივერას ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი 100-მდე ფოტონამუშევარი.

მექსიკის ხელოვნების ისტორიაში გამორჩეული და ყველაზე ცნობილი წყვილის ყოველდღიური ცხოვრება, ხელმეორედ ქორწინება, სახელოსნოში მუშაობის პროცესი მოექცა არაერთი ფოტოგრაფის ობიექტივში. მათ შორის არიან: გილერმო კალო, პიტერ ჯული, გილერმო ზამორა, ნიკოლა მიურეი, ედვარდ ვესტონი, მანუელ ალვარეს ბრავოსა და ხუან გუსმანი.

ფოტოგამოფენა დიეგო რივერასა და ფრიდა კალოს სტუდია-მუზეუმიდან (Museo Casa Estudio Diego Rivera y Frida Kahlo) არის წარმოდგენილი.

მე-20 საუკუნის ამ ცნობილი წყვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა პირველად 2002 წელს მოეწყო დიეგო რივერასა და ფრიდა კალოს სტუდია-მუზეუმში. მას შემდეგ გამოფენა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს.

გამოფენა დღეს გაიხსნება და 7 ნოემბრამდე გასტანს.

მექსიკელი მხატვარი ფრიდა კალო, ფიზიკური ნაკლის მიუხედავად, სასურველი და საბედისწერო ქალი იყო. მომავალ მეუღლეს, ცნობილ მხატვარს დიეგო რივერას მეხიკოს ყველაზე პრესტიჟულ ინსტიტუტში  შეხვდა.

დიეგო ფრიდაზე 20 წლით უფროსი, მსუქანი და მაღალი კაცი იყო. ფრიდაზე სამჯერ მეტს იწონიდა. მთელი მათი ცხოვრება განუწყვეტელი ომს წარმოადგენდა. ერთად ცხოვრება ძალიან უჭირდათ, მაგრამ არც ცალ-ცალკე შეეძლოთ არსებობა.

დიეგოსა და ფრიდას ურთიერთობა 25 წელს გაგრძელდა - ქორწინებიდან (1929) ფრიდას გარდაცვალებამდე (1954). ქორწინება სავსე იყო სიყვარულით, სიძულვილითა და ბრძოლით. ისინი არაერთხელ გაშორდნენ და შერიგდნენ. უთანხმოებებისა და განშორებების მიუხედავად, ორივემ ისწავლა თუ როგორ უნდა ჰყვარებოდათ ერთმანეთი და შეენარჩუნებინათ ურთიერთობა.

ფრიდა კალო 47 წლის ასაკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

მხატვარს ქმართან ერთად, უკანასკნელ გზაზე მიაცილებდნენ მექსიკის პრეზიდენტი, გამოჩენილი მხატვრები და მწერლები.

მთავარი თემები