ფილმი თუშეთის შესახებ სლოვაკეთში აგროფესტივალის პრიზიორი გახდა

© photo: Sputnik / Evgenya Shabaevaფოტო ციკლიდან „გადარეკვა"
ფოტო ციკლიდან „გადარეკვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმი ცხვრის ფარის თითქმის 300-კილომეტრიან გზაზე მოგვითხრობს.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. რეჟისორ კატერინა მიკულცოვას მოკლემეტრაჟიანი ფილმი თუშეთის შესახებ 34-ე საერთაშორისო ფესტივალის Agrofilm პრიზიორი გახდა. ფესტივალი 1-6 ოქტომბერს სლოვაკეთის ქალაქ ნიტრაში გაიმართა.

Agrofilm ყოველწლიური ფესტივალია, რომელიც მაყურებელს აგრარული თემატიკის ფილმებს აცნობს და ამით სოფლის მეურნეობის დარგის ინტერესს უღვიძებს.

ფესტივალი ორგანიზებულია სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ნიტრის მესაქონლეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან ერთად, გაეროს კვებისა და სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციის (FAO) პატრონაჟით.

ანდრეი ზვიაგინცევი - Sputnik საქართველო
რუსი კინორეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი საქართველოს ოქტომბერში ესტუმრება

სურათი სახელწოდებით „ქვის კოშკების მხარე", რომელიც გადაღებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, დასახელდა საუკეთესო ფილმად და მიიღო FAO-ს სპეციალური პრიზი Osiris Prize.

წელს კინოჩვენებაში მონაწილეობისთვის შეარჩიეს 80 სურათი - ევროპელი და რიგი სხვა ქვეყნების რეჟისორთა ნამუშევრები.

კინოსურათი მოგვითხრობს, თუ როგორ მიდის ცხვრის ფარა ზამთარში თუშეთიდან 300 კილომეტრის მოშორებით აზერბაიჯანის საზღვრისკენ. ამას გარდა, ფილმი ეხება კულტურული მემკვიდრეობის, ციხე-კოშკებისა და წმინდა ადგილების თემატიკას, რომლებსაც ფარა გზაზე აწყდება. სურათი ასევე მოგვითხრობს თუშების ცხოვრებასა და ყოფაზე.

ყველა ახალი ამბავი
0