16:06 10 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0324
  • 100 RUB3.9852
  • USD2.6682
ანსამბლი „ლილე

ყრუთა კავშირის მოცეკვავეების ანსამბლმა „ლილე“ საბერძნეთში გაიმარჯვა

© FB / Lile
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
53 0 0

ფესტივალის პროგრამაში შედიოდა საკონკურსო გამოსვლები, ბერძნული ქორეოგრაფებისა და ვოკალისტების მასტერ–კლასები

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ყრუთა კავშირთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ლილე“ საბერძნეთში ხელოვნების მეორე საერთაშორისო ფესტივალზე „იდეების ტალღა“ საპრიზო პირველი ადგილი მოიპოვა, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, ანსამბლ „ლილეს“ ერგო სპეციალური პრიზი, ასევე მიწვევა ფესტივალის შემდეგ სეზონზე, რომელზეც ქართველი მოცეკვავეები მონაწილეთა ფინანსური შესაკრებლისგან გათავისუფლდებიან.

„აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ყრუთა კავშირთან" არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის „ლილეს" წევრები ყრუ და სმენადაქვეითებული მოცეკვავეები არიან, რომლებმაც გამარჯვება თანაბარ პირობებში მოიპოვეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ბერძნულ ფესტივალში მონაწილეობდნენ 5–დან 25 წლამდე შემსრულებლები და ანსამბლები სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალის პროგრამაში შედიოდა საკონკურსო გამოსვლები, ბერძნული ქორეოგრაფებისა და ვოკალისტების მასტერ–კლასები, საექსკურსიო პროგრამა, მუსიკალური საღამოები და სხვა. ქორეოგრაფიის გარდა, უძლიერესი შემსრულებლები გამოავლინეს ნომინაციებში: ვოკალი, გუნდი, ინსტრუმენტული ჟანრი, თეატრი, ცირკი, ფოლკლორი.

ფესტივალის მიზანია ეროვნული კულტურების აღორძინება, შენარჩუნება და განვითარება, ნიჭიერი და პერსპექტიული ანსამბლების გამოვლენა და მხარდაჭერა.

ანსამბლი „ლილე" მონაწილეობდა ქართულ შოუში „ნიჭიერი 2014“. მან 2016 წელს ესპანეთში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე გრან–პრი მიიღო. ანსამბლის რეპერტუარშია ქართული და მსოფლიოს ხალხთა ცეკვები.

 

მთავარი თემები