ქართველი ლამაზმანი რუსეთში მონაწილეობს კონკურსში „მის ოფისი"

© FB / Tatia Teqturmanidzeთათია თექთურმანიძე
თათია თექთურმანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ ლამაზმანს შანსი აქვს მიიღოს ფასიანი პრიზები და მოიგოს მთავარი ჯილდო – ორი მილიონი რუბლი.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. გოგონა საქართველოდან პირველად მონაწილეობს რუსეთის საერთაშორისო სილამაზის კონკურსში ოფისის თანამშრომლებს შორის „მის ოფისი - 2018".

ინტერნეტ-კენჭისყრა ფინალში გასასვლელად, სადაც გვირგვინის გარდა გათამაშდება ფულადი ჯილდო ორი მილიონი რუბლის ოდენობით (დაახლოებით 29 ათასი აშშ დოლარი), კონკურსის ვებ-გვერდზე 17 სექტემბერს დაიწყო და 7 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს კონკურსზე წარმოადგენს თბილისის მკვიდრი, საიუველირო ბრენდის Zarapxana კორპორატიული დეპარტამენტის მენეჯერი თათია თექთურმანიძე.

კონკურსის წესების მიხედვით, ხმის მიცემა შესაძლებელია დღე-ღამის განმავლობაში ერთხელ, თუმცა ნახევარფინალის სამ მონაწილეზე – გოგონებზე რუსეთიდან და „ახლო საზღვარგარეთიდან“. ამ ეტაპის შემდეგ დარჩება სულ 30 მონაწილე: 25 – ონლაინ-კენჭისყრის შედეგებით და 5 – საორგანიზაციო კომიტეტის შერჩევით. შერჩეულები მონაწილეობას მიიღებენ ფინალურ შოუში „მის ოფისი 2018", რომელიც მოსკოვში 1 დეკემბერს გაიმართება.

ფინალურ საღამოს გაუძღვებიან მსახიობი და რეჟისორი მაქსიმ ვიტორგანი და კონკურსის დირექტორი სვეტლანა ბობრიკოვა. კონკურსანტებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პუბლიცისტის ირინა ხაკამადას თავმჯდომარეობით.

საღამოს პროგრამაში იქნება დეფილე, ფინალისტების შემოქმედებითი ნომრები, ასევე მსახიობებისა და მუსიკოსების გამოსვლა.

ყველა მონაწილეს კონკურსის პარტნიორებისგან ელოდება პრიზები: მოგზაურობა, საიუველირო სამკაულები, გაჯეტები, კოსმეტიკური ნაკრებები, SPA-პროგრამები, ფიტნეს-აბონემენტები და სხვ.

სილამაზის კონკურსს „მის ოფისი" ცხრა წლის ისტორია აქვს. ის უკვე გაიმართა რუსეთისა და ახლო საზღვარგარეთის 71 სუბიექტში. მასში მონაწილეობა მიღებული აქვს 80 000 ადამიანს, საიდანაც დაახლოებით 250 დაჯილდოვდა ფასიანი პრიზებით. ფინალურ შოუზე ელოდებიან 1000 სტუმარსა და ონლაინ-ტრანსლაციის 500 000-ზე მეტ მაყურებელს.

 

ყველა ახალი ამბავი
0