რატი წითელაძე „ოქროს გლობუსზე" დასასწრებად მიიწვიეს

© photo: Rati Tsiteladze / FBრატი წითელაძე
რატი წითელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ცარიელი სახლის" სცენარი წარდგენილი იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო სცენარის პრიზზე.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში რატი წითელაძე გახდა პირველი რეჟისორი, რომელიც Golden Globes ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის რეზიდენციის გრანტის გამარჯვებული გახდა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის TIFF Filmmaker Lab-ის რჩეული რეჟისორებიდან ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის კომისიამ რატი წითელაძე პროექტით „ცარიელი სახლი" სამ გამარჯვებულს შორის დაასახელა", - ნათქვამია განცხადებაში.

რატი წითელაძე - Sputnik საქართველო
რატი წითელაძის ფილმმა ევროპული კინოაკადემიის პრიზი მიიღო

ქართველი რეჟისორი ლოს-ანჯელესში სამკვირიანი რეზიდენციის ფარგლებში ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის საბჭოს წევრებს, ცნობილ კინემატოგრაფისტებსა და მოწვეულ სპიკერებს შეხვდება და „ოქროს გლობუსის“ 76-ე დაჯილდოებას დაესწრება.

ფილმ „ცარიელი სახლის" სიუჟეტი თბილისში 90-იანი წლების სამოქალაქო ომის დროს ვითარდება. 12 წლის ნინო სრულყოფილ ოჯახზე ოცნებობს. ეს ოცნება მაშინ აუხდება, როცა მამამისი, გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფლდება. თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გოგონას წარმოედგინა. ეს მის ცხოვრებასა და ოჯახს მთლიანად და სამუდამოდ ცვლის.

რატი წითელაძის „ცარიელი სახლის" სცენარი წარდგენილი იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო სცენარის პრიზზეც. ფილმი ასევე შერჩეული იყო 6 საუკეთესო რეჟისორს შორის Festival de Cannes Cinéfondation-ზე, 10 რჩეულ პროდიუსერს შორის Berlinale – Berlin International Film Festival-ზე და მსოფლიოს არაერთი პრესტიჟული ფესტივალის ჯილდო მოიპოვა.

რატი წითელაძემ ლოს–ანჯელესის კონსერვატორია დაამთავრა სამსახიობო ხელოვნებისა და რეჟისურის განხრით. 21 წლისა მსოფლიო ჩემპიონი გახდა აღმოსავლურ ორთაბრძოლებში, თუმცა, საბოლოოდ, კინოს სიყვარულმა გადაწონა.

რატი წითელაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალსა და ფორუმში და მისი ნამუშევრები არაერთი ჯილდოთი აღინიშნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0