„იუნესკოს მშვიდობის არტისტი" Batumi Music Fest-ს დახურავს

გამოწერა
წელს ფესტივალში მონაწილეობდნენ მუსიკოსები საქართველოდან, ირლანდიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. კლასიკური მუსიკის მეექვსე საერთაშორისო ფესტივალს Batumi Music Fest, რომლის დამფუძნებელია ცნობილი ქართველი პიანისტი და „იუნესკოს მშვიდობის არტისტი" ელისო ბოლქვაძე, სწორედ ბოლქვაძის კონცერტი დაასრულებს. 

ფესტივალზე ბათუმში, ტრადიციისამებრ, სხვადასხვა ქვეყნიდან სახელოვანი მუსიკოსები და მუსიკის ამომავალი ვარსკვლავები იკრიბებიან. Batumi Music Fest-ის საინფორმაციო მხარდამჭერია საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო".

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ელისო ბოლქვაძე როლანდ ლაღიძის ქალთა გუნდთან ერთად გამოვა. კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება, ბილეთების შეძენა ონლაინ და ცენტრის სალაროებშია შესაძლებელი.

წელს ფესტივალში მონაწილეობდნენ მუსიკოსები საქართველოდან, ირლანდიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან და ავსტრიიდან — ფრანგი პიანისტი ლიზა დე ლა სალი, ბერძენი დირიჟორი მირონ მიხაილიადი, ავსტრიელი პიანისტი ვიქტორია ჰირშუბერი, ირლანდიელი პიანისტი ბარი დუგლასი.

ფესტივალის პროგრამაშია ბეთჰოვენის, რახმანინოვის, დვორჟაკის, მოცარტის და სხვა კომპოზიტორების უკვდავი შედევრები.

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest სამთავრობო პროგრამა Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება, რომელიც საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურება.

 

ყველა ახალი ამბავი
0