მუსიკა, სამზარეულო, ღვინო: რას წარადგენს საქართველო ფრანკფურტში

© Photo: Courtesy of Georgian National Book Centerსაქართველოს პავილიონი ფრანკფურტში გამოფენაზე
საქართველოს პავილიონი ფრანკფურტში გამოფენაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა ელოდება: კონცერტები, თეატრებისა და ანსამბლების გამოსვლა

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ფესტივალზე River Bank Festival 24-26 აგვისტოს ფრანკფურტში საქართველო წარმოდგენილი იქნება, როგორც მასპინძელი ქვეყანა. ფესტივალს ყოველწლიურად სამ მილიონ ადამიანზე მეტი სტუმრობს.

პროექტს მხარს უჭერს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი.

საქართველოს კამერული ორკესტრი - Sputnik საქართველო
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მუსიკალური პროგრამა საქართველოს სიმფონიურმა ორკესტრმა გახსნა

ევროპაში ხელოვნებისა და კულტურის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და შთამბეჭდავ ფესტივალს ეწვევიან თანამედროვე მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები, რომლებიც კონცერტებზე სამი დღის განმავლობაში გამოვლენ.

კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ: ჯაზ-სექსტეტი Quintessence, ანსამბლი „ირიაო", KORDZ, ZAGARELI & STRINGS წარმოადგენენ სიმებიანი ორკესტრის ელექტრონულ მუსიკასთან თავისებურ შერწყმას.

დაგეგმილია ნინო ქათამაძისა და ჯგუფ Insight-ის, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, ასევე საბავშვო ანსამბლების „პატარა გეორგიკა" და „ლაპრების" გამოსვლა.

ყოველდღე სტუმრების წინაშე გამოვლენ ელექტრონული მუსიკის ცნობილი ქართველი შემსრულებლები ლუკა ნაკაშიძე და მიშო ურუშაძე.

ბერლინი - Sputnik საქართველო
გერმანიის მაღაზიების ვიტრინებზე ქართული სიმბოლიკა გამოჩნდება

საბავშვო პროგრამა

ფესტივალზე ბავშვებისთვის ორგანიზებული იქნება გასართობი პროგრამა. პანტომიმის თეატრი პატარა მაყურებელს თავის გამოსვლებს სთავაზობს. სკოლამდელი ასაკი ბავშვებისთვის კი თოჯინურ საოპერო სპექტაკლს აჩვენებენ.

პროექტის - „სუვენირები საქართველოდან" ფარგლებში, ანბანის თემაზე ქართული სუვენირების მომზადების პროცესში ჩაერთვებიან ბავშვები; მოეწყობა ასევე, ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა.

სამზარეულო და ღვინო

ორგანიზატორებმა უყურადღებოდ არ დატოვეს ეროვნული სამზარეულო და ქართული ღვინო, რომლის დაგემოვნებასაც ფესტივალის სტუმრები შეძლებენ.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო წელს საპატიო სტუმარია. ამასთან დაკავშირებით მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული და ლიტერატურული ღონისძიება იმართება. River Bank Festival ამ ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

ყველა ახალი ამბავი
0