13:05 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
101 0 0

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი წიგნის მაღაზიის ვიტრინის ქართული სიმბოლიკით გაფორმებაში გამარჯვებულს დააჯილდოებს

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით წიგნების მაღაზიებისთვის კონკურსი ჩატარდება, ნათქვამია ქართული ეროვნული წიგნის ცენტრის განცხადებაში.

ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა, ასევე გერმანულმა ორგანიზაცია Literaturtest-მა გერმანიის წიგნების მაღაზიებისთვის სპეციალური აქცია გამოაცხადეს, რომლის ფარგლებში მაღაზიებმა ვიტრინები ქართული სიმბოლიკის გამოყენებით დეკორატიული მასალებით უნდა მორთონ.

ორგანიზატორებს ერთი გამარჯვებულის შერჩევა 1100 წიგნის მაღაზიიდან მოუწევთ. გამარჯვებულს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართულ პავილიონში დააჯილდოებს.

ასევე მაღაზიის ორი წარმომადგენელი თბილისში სამდღიანი ლიტერატურული ტურით დაჯილდოვდება.

მთავარი თემები