ქართული თეატრები „დურუჯი 2018"-ის პრემიისთვის ბრძოლას იწყებენ

© photo: Sputnik / Stringerმარჯანიშვილის სახელობით თეატრის შენობა
მარჯანიშვილის სახელობით თეატრის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საუკეთესო თეატრალურ მოღვაწეებს მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაასახელებენ.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. თბილისში იწყება რბოლა თეატრალური პრემია „დურუჯი 2018"-ის მოსაპოვებლად. წელს ჯილდოსთვის ხუთ სხვადასხვა ნომინაციაში ქვეყნის 17 თეატრი იბრძოლებს.

წელს თეატრალური პრემია „დურუჯი", რომელიც საქველმოქმედო ფონდ „ცისკრისა" და კომპანია „რედიქს ჯგუფის" მიერ არის დაარსებული, იუბილეს აღნიშნავს — პრემია თეატრის საუკეთესო მოღვაწეებს უკვე ათი წელია, რაც გადაეცემათ.

წელს კონკურსში 28 კანდიდატი მონაწილეობს.

სხვადასხვა ჯილდოსთვის იბრძოლებენ:

საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი — „წერილი ჯერალდინას" — რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი; სამეფო უბნის თეატრი — „დემონები" — რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი; სამეფო უბნის თეატრი — „ჩვენი კლასი" — რეჟისორი თემურ ჩხეიძე.

ბერძნული დრამის ფესტივალი - Sputnik საქართველო
ქართულ „ელექტრას" ბერძნული დრამის ფესტივალზე უჩვენებენ

საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესა

კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი — „ნავიგატორი" — ლაშა ბუღაძე; ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი — „ედიტ პიაფი" — ნინო სადღობელაშვილი.

საუკეთესო სცენოგრაფი (მხატვარი)

გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი — „ანტიგონე" — სერგეი შივცი; ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი — „წერილი ჯერალდინას" — ვახტანგ ქორიძე, ელენე მაცხონაშვილი.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი

სამეფო უბნის თეატრი — „მარიონეტების ცხოვრებიდან" — თორნიკე გოგრიჭიანი; სამეფო უბნის თეატრი — „დემონები" — კახა კინწურაშვილი; სამეფო უბნის თეატრი — „დემონები" — თორნიკე გოგრიჭიანი; ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი — „სიყვარულის ფორმულა, ანუ დონ ჟუანი" — დათო ჯაყელი; რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატული თეატრი — „შეშლილის წერილები" — ანდრია ვაჭრიძე.

ერისიონი - Sputnik საქართველო
ბათუმის საზაფხულო თეატრში „ქართულ ცეცხლს" დაანთებენ

საუკეთესო მსახიობი ქალი

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი — „ედიტ პიაფი" — მაია ცეცხლაძე; ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი — „სიყვარულის ფორმულა ანუ დონ ჟუანი" — მეგი კობალაძე; ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი — „მკვდარი ქალაქები" — ნიარა ჭიჭინაძე; სამეფო უბნის თეატრი — „დემონები" — ქეთა შათირიშვილი; სამეფო უბნის თეატრი — „ჩვენი კლასი" — ნატალია გაბისონია.

პრემიის ფარგლებში ლაურეატებს ქანდაკებასთან ერთად გადაეცემა ფულადი ჯილდოები. საუკეთესო რეჟისორისთვის განკუთვნილია 12 ათასი ლარი, დანარჩენ ნომინაციებში გამარჯვებულებისთვის — 2-2 ათასი ლარი.

გამარჯვებულებს ხუთკაციანი კომპეტენტური ჟიური ფარული კენჭისყრით, დაჯილდოების ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე გამოავლენს.

დაჯილდოების ცერემონია შემოდგომაზე ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0