17:34 26 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0798
  • 100 RUB3.9875
  • USD2.6184
შუასაუკუნეების ეკლესია სოფელ გუდალეთში

შუასაუკუნეების ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

© FB / Cultural Heritage of Georgia
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (78)
93 0 0

ეკლესია კასპის რაიონში, სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარეობს

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთში შუასაუკუნეების დარბაზულ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

დარბაზული ეკლესია ადგილობრივი სასაფლაოს, ნასოფლარ ვარჯაანის ტერიტორიაზეა. ის აშენებულია ადგილობრივი კლდის ქვის შერჩეული ქვებით.

„ეკლესიის სახურავი დაზიანებულია და კამარა გაშიშვლებულია. ეკლესიას თარო კარნიზი ჰქონდა, რომლის ფრაგმენტები შერჩენილია ფრონტონებზე. ნანგრევებში არის ქართული კრამიტები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ტაძარი კრამიტით იყო გადახურული. ეკლესიის გარშემო აწეულია მიწის დონე“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ეკლესიისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ბრძანებას ხელი 2018 წლის 11 მაისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მოაწერა. ბრძანება ძალაში 8 ივლისს შევიდა.

თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (78)

მთავარი თემები