06:15 21 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
ბანერები ქართველი მწერლების ციტატებით რუსთავში

ბანერები ქართველი მწერლების ციტატებით რუსთავში გამოფინეს

© FB / Rustavi City Hall
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (547)
5530

ინიციატივა სახელწოდებით „ ქართველი მწერლები ჩვენს ყოველდღიურობაში“ რუსთავის საკრებულოს დეპუტატს ამირან ჯანჯღავას ეკუთვნის

თბილისი,  9 ივლისი — Sputnik. ქართველი კლასიკოსების ციტატები რუსთავში ბანერებზე გამოფინეს. ქართული ლიტერატურის პოპულარული წარმომადგენლების რჩეული აფორიზმები შეიძლება იხილოთ  №8 მიკრორაიონიდან ჟიული შარტავას მოედნამდე.   

 

ციტატებს  ქვემო ქართლის მწერალთა კავშირის წევრები  და რუსთავის პედაგოგები  სამი თვის განმავლობაში არჩევდნენ. 

ინიციატივა სახელწოდებით „ ქართველი მწერლები ჩვენს ყოველდღიურობაში“ რუსთავის საკრებულოს დეპუტატს ამირან ჯანჯღავას ეკუთვნის, იდეის რეალიზება კი რუსთავის მერიას.

 „ქალაქში პროექტის ფარგლებში 72 აბრა განთავსდა, რომლებზეც დატანილია ქართველი მწერლების მათ შორის, 12 რუსთაველი მწერლის გამოთქმები. აღნიშნულ ეტაპზე პროექტს მასშტაბური ხასიათი არ ექნება, თუმცა მომავალში ჩვენ მასშტაბების გაფართოებას ვგეგმავთ“, – ნათქვამია პორტალ Info Rustavi–ზე.    


თემები:
საქართველო და კულტურა (547)

მთავარი თემები